FM97.5 / LIVE

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა

მთავარიპოლიტიკა 18.12.2015
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა

კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

ეს არის ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის მიერ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებად აფასებს.

"დღეს, 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.
ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ წარმატებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევისა და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შედეგია და მადლობას ვუხდით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართულ ყველა უწყებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
რაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ ბერლინში, საქართველო–გერმანიის ფორუმზე
გამოკითხვა: რას ფიქრობენ ვიზალიბერალიზაციაზე ახალციხეში[Video]

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კენჭს 2 თებერვალს უყრიან
რომელ ქვეყნებში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ