FM97.5 / LIVE

ბორჯომში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთავარიეკონომიკა 19.05.2014
ბორჯომში ეგრეთ წოდებულ შინმოუსვლელთა პარკსა და ჩაიკოვსკის სკვერს რეაბილიტაცია უტარდება. შინმოუსვლელთა პარკის რეაბილიტაციისთვის 128.500 ლარი, ჩაიკოვსკის სკვერის რეაბილიტაციისთვის 66.000 ლარი, ამავე სკვერში განათების დასამონტაჟებლად კი 15.888 ლარია გათვალისწინებული.

ბორჯომში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შინმოუსვლელათა პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინტერპლიუსი“ ასრულებს. 128.500 ლარით დაგეგმილია სასეირნო ბილიკების მოწყობა, ნიადაგისა და ქვაფენილის მოწესრიგება, ამუშავდება შადრევანი, მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი, განათება, წყლის ბიუეტი. პარკის ტერიტორია ცენტრალური ტრასისგან ღობით გამოიყოფა. პარკში ასევე განთავსდება ომში დაღუპული ბორჯომელი გმირების მემორიალი.

რაც შეეხება ჩაიკოვსკის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას,აქ სამუშაოებს შპს „რემმშენი–ბორჯომი“ ასრულებს.
ჩაიკოვსკის სახელობის სკვერში დაგეგმილია სასეირნო ბილიკების მოწყობა, აუზ–შადრევნის დაპატარავება, გამწვანება, სკვერის გარშემო დაბალი, ტროტუარისგან გამყოფი დეკორატიული მეტალის ღობის მოწყობა, სარწყავი სისტემისა და წყლის ბიუეტის დამონტაჟება. ასევე დაიდგება სკამები და ნაგვის ურნები.

გარდა ამისა, სკვერის განათების მოსაწყობად ადგილობირვი ბიუჯეტიდან დამატებით 15.888 ლარი გამოიყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სკვერების რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში სანაპიროს სკვერის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება
ასპინძაში დეკორატიული ღობეებისა და სკვერის  მშენებლობა მიმდინარეობს
ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა
უდეში სკვერის რეაბილიტაცია იწყება
სოფელ ტაძრისში სკვერი მოეწყობა ®

ასპინძის  ცენტრალურ გზაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხეში ცხრა აპრილის სკვერის მშენებლობა განახლდა