FM97.5 / LIVE

ასპინძაში ნაგავმზიდმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

მთავარისამართალი » შემთხვევა 21.04.2016
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ნაგავმზიდზე შემთხვევით ჩართულმა ნარჩენების გადამამუშავებელმა ჩაითრია.

ასპინძაში ნაგავმზიდმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლის 55 წლის შ. მექოშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. იგი თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში დღეს, 21 აპრილს გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა, 17 აპრილს მოხდა.

როგორც ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ელიზბარაშვილი ამბობს მექოშვილი ნაგავმზიდმა ჩაითრია: „დაარღვია უსაფრთხოების წესები. სადაც არ შეიძლებოდა, ნაგავმზიდის მანქანაზე, იქ ავიდა, ცალი ფეხით შემთხვევით ნაგვის გადამამუშავებელი ჩართო და ჩაითრია“.

მისი თქმით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მაშინვე თბილისში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა: „დღეს გარდაიცვალა“.

ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახს კეთილმოწყობის სამსახური ფულად დახმარებას გაუწევს: „ზუსტად როდის არ ვიცი“.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

[ვარლამ წიკლაური, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამაკაცის ოჯახს, რომელიც მუშაობისას ნაგავმზიდმა ჩაითრია, კომპენსაციად 500 ლარი მისცეს
სოფელ ჭაჭარაქში ავარიას  მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ასპინძაში იმ  ააიპ–ების ხელმძღვანელები შეცვალეს, რომლებიც მხარს ყოფილ გამგებელს უჭერდნენ
ვალეში ავარიის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა
ბორჯომში მეთორმეტე კლასელი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა