FM97.5 / LIVE

დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 23.03.2019
მეექვსე კლასელი ბიჭის დედამ, ბავშვის სამედიცინო დოკუმენტები დღეს, 23 მარტს სკოლის დირექციას პოლიციის თანდასწრებით წარუდგინა. მშობელი ამბობს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები მასწავლებლისა და თანაკლასელების ბულინგის გამო შეექმნა.

დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა

სკოლაში დილიდან ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ ბავშვის დედამ ის მესიჯები უჩვენა, რომელსაც მოზარდს თანაკლასელები დაბულინგების მიზნით წერდნენ. დღესვე, დედას პოლიციაში დაკითხავენ. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ დოკუმენტები დაიტოვა და არსებულ ვითარების მოკვლევას დაიწყებენ. ასევე საქმეში ჩაერთვება მანდატურის სამსახური.

მას შემდეგ რაც სკოლა ბიჭის დედამ და სამართალდამცველებმა დატოვეს, აქ მეექვსე კლასელი ბავშვების მშობლების მივიდნენ. 14 მშობელი იმ მასწავლებლის კლასში დაბრუნებას ითხოვს, რომელსაც ბავშვზე ბულინგში ადანაშაულებენ. ამ პერდაგოგს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. მასწავლებელმა მეექვსე კლასის დატოვება სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. მშობლები კი ირწმუნებიან, რომ ის უდანაშაულოა და ბიჭის დედა იტყუება.

ამ წუთებში 14 მშობელს სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრები ესაუბრებიან. მათი პოზიციების მოსმენას „სამხრეთის კარიბჭე“ მას შემდეგ შეძლებს, რაც ისინი შენობიდან გამოვლენ. ჟურნალისტს დირექციამ და მანდატურის სამსახურმა სკოლის შენობა დაატოვებინა.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 11 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის
მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ