FM97.5 / LIVE

პარტიები ყრილობების, მოქალაქეები კი პარტიების გააქტიურების მოლოდინში [Photo/Video]

მთავარიპოლიტიკა, დღის კითხვა 14.04.2016
მაშინ, როცა არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია, მოსახლეობის 61%–მა არ იცის ვის აძლევს ხმას. პარალელურად, უმრავლესობა ამბობს, რომ პარტიის წარსული საქმიანობა მის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას მოახდენს. ამ ყველაფრის ფონზე, ახალციხეში ჯერ პოლიტიკური დუმილია.

პარტიები ყრილობების, მოქალაქეები კი პარტიების გააქტიურების მოლოდინში [Photo/Video]

არჩევნები დანიშნულია

დღეს, 14 აპრილს, საბოლოოდ გადაწყდა, რომ საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა მაისის დასაწყისში უნდა გამოსცეს. არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 61%–ს გადაწყვეტილი არ აქვს ხმას ვის აძლევს , 34% კი არჩევნებში მონაწილოებას არ აპირებს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პარტიის წარსული საქმიანობა (75%) და პარტიის წარმომადგენლის მიმართ ნდობა (72%).

პარტიები ყრილობების, მოქალაქეები კი პარტიების გააქტიურების მოლოდინში [Photo/Video]
NDI-ს ინფოგრაფიკა

პოლიტიკური ამინდი ახალციხეში

ამჟამად ახალციხეში ოფისი ხუთ პოლიტიკურ პარტიას აქვს: „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალ პოლიტიკური ცენტრ გირჩს“ , „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ და „რესპუბლიკურ პარტიას “. ერთ პარტიას, „თავისუფალ დემოკრატებს“, კი მხოლოდ წარმომადგენელი ჰყავს.

ხუთი ოფისიდან ოთხი, დღის განმავლობაში, სულ ღიაა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის ოფისი კი ბოლოს პარტიული შეხვედრისთვის, გასული წლის სექტემბერში გაიღო.

ექვსიდან ოთხი პარტია: "ქართული ოცნება", "გირჩი", "რესპუბლიკელები" და "გაერთიანებული დემოკრატები" ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე აქტივობები დაგეგმილი არ აქვთ და პარტიის ყრილობებს ელოდებიან. ორი პარტია: "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" კი ირწმუნებიან, რომ პასიურ რეჟიმში არასოდეს უცხოვრიათ.

პარტიები ყრილობების, მოქალაქეები კი პარტიების გააქტიურების მოლოდინში [Photo/Video]
პარტიული ოფისები ახალციხეში

„ქართული ოცნების“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კოპაძე, რომელიც ამავე დროს ქალაქის მერია, ამბობს, რომ როდის გააქტიურდება პარტია, ჯერ გარკვეული არ არის: „ყველაფერი პარტიის ყრილობის შემდეგ გადაწყდება. ჯერ არაფერი გვაქვს დაწყებული“.

პარტიის ყრილობას ელოდება „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ახალციხეში იოსებ კაპანაძეც: „ჯერ არაფერს ვგეგმავთ“.
„აუცილებლად დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, ჩვენ შევისწავლით ყველა ოჯახის პრობლემას“, – ამბობს „გირჩის“ ახალციხის ოფისიის კოორდინატორი კობა გორგოძე და ამატებს, რომ უფრო კონკრეტულად აქტივობებზე საუბარს 16 აპრილის, ყრილობის შემდეგ შეძლებს.

„ახლო მომავალში გაიმართება პარტიის ყრილობა და შემდეგ დავიწყებთ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“, – აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონის კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი შალვა გოგოლაძე ირწმუნება, რომ პარტია დიდი ხანია აქტიურია: „პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობიან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები არასდროს შეჩერებულა. პარტია გააქტიურებას წინასაარჩევნო პერიოდში გეგმავს: „ჯერ კომისიები დასაკომპლექტებელია, ნელ–ნელა დავიწყებთ აქტიურ ფაზაში გადასვლას“.

NDI-ს პოლიტიკური რეიტინგები

NDI-ს პოლიტიკური რეიტინგების მიხედვით, გამოკითულთა 16%–მა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დაასახელა, როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ემხრობა, 9% - „თავისუფალ დემოკრატებს“, 5%–5% კი „ლეიბორისტულ პარტიას“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“. ამავე კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ოცნებას“ ხმას 15% მისცემდა, „ნაციონალებს“ – 13%, „თავისუფალ დემოკრატებს“ 6%, „ლეიბორისტულ პარტიას“ – 4%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ კი 3%.

„ჩვენს ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას”, – ამბობს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი.

პარტიები ყრილობების, მოქალაქეები კი პარტიების გააქტიურების მოლოდინში [Photo/Video]
NDI-ს ინფოგრაფიკა

ამ კვლევაში ყველაზე საინტერესო იმ 29%–ის მოსაზრებაა, რომელიც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. ამ ყველაფრის ფონზე, რას გადაწყვეტს გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მესამედი, დაახლოებით ნახევარ წელიწადში გაირკვევა. წინასაარჩევნო წამზომი 8 ივლისიდან ჩაირთვება. პარტიების გააქტიურების მოლოდინში მყოფი ახალციხელების დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე აუცილებლად მივა.

რას აპირებენ ახალციხლები 8 ოქტომბერს




[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში
NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს – გამოკითხულთა 20% ხმას ‘ოცნებას’ მისცემდა
ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
NDI:  17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა
'ქართული ოცნება' სამცხე-ჯავახეთში პარტიის თავმჯდომარეებს ნიშნავს
პოლიტიკური დუმილი ახალციხეში