FM97.5 / LIVE

პოლიტიკური დუმილი ახალციხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 22.08.2016
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვე რჩება, წინასაარჩევნო პერიოდის ერთი თვე კი ისე გავიდა, რომ ახალციხეს არჩევნების მოახლოება არ დასტყობია.

პოლიტიკური დუმილი ახალციხეში

არჩევნებამდე ორი თვით ადრე, სამცხე–ჯავახეთში, სადაც სამი, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია, პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. სამ ოლქში ამ დროისთვის 12 კანდიდატი სახელდება. ამათგან, ამომრჩევლის მანდატის მოპოვებას ცხრა პოლიტიკური პარტიის სახელით ეცდება, სამი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ამ დროისთვის, კანდიდატები სამივე მაჟორიტარულ ოლქში ოფიციალურად წარდგენილი ჰყავს „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ორ ოლქში დაასახელა მაჟორიტარები „პატრიოტთა ალიანსმა“. სამიდან ერთ ოლქში კანდიდატი შერჩეული ჰყავს, თუმცა, ოფიციალურად არ წარუდგენია „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“. საინიციატივო ჯგუფები კი მხოლოდ ორ ოლქში დარეგისტრირტდნენ. ერთ ოლქში ერთი, მეორეში კი ორი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ახალციხე–ადიგენის ოლქი:
1. გიორგი კოპაძე –„ქართული ოცნება“;
2. ვაჟა ჩიტაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. გოდერძი კუბლაშვილი – „პატრიოტთა ალიანსი“;
4. ბესიკ ხითარიშვილი – "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა";
5. ნუგზარ პარუნაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი.

ასპინძა–ბორჯომის ოლქი (აქ შემოდის ახალქალაქის 5 თემიც)
1. გედევან ფოფხაძე – „ქართული ოცნება“;
2. ტარიელ ლონდარიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. ზურა ხაჩიძე – „პატრიოტთა ალიანსი“;

ნინოწმინდა – ახალქალაქის ოლქი
1. ენზელ მკოიანი – „ქართული ოცნება“;
2. არსენ კარაპეტიანი –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. არტაშეს ფალანჯიანი – დამოუკიდებელი კანდიდატი;
4. რობერტ ჯაგასპანიანი – დამოუკიდებელი კანდიდატი.

18 აგვისტოს მდგომარეობით ახალციხეში ცხრა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა, 9 პარტიის კვალობაძე ქალაქში ჯერ ისევ დაბალი პოლიტიკური ტემპერატურაა. პარტიების დიდ ნაწილს ახალციხეში შტაბები აქვს, თუმცა, მათ ნაწილში ამბობენ, რომ მითითებებს ცენტრიდან ელოდებიან.

„ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევნების“ რეგიონული კოორდინატორი კობა გორგოძე ამბობს, რომ მოსახლეობას ყოველდღე ხვდება და ხევდებს უზიარებს. პარტიას, რომელიც ახლა უკვე საარჩევნო ბოლკში გაერთიანდა, ამ დრომდე მაჟორიტარობის კანდიდატი შერჩეული არ ჰყავდა.
ამავე ბლოკში შემავალ პარტიაში, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, იქამდე, ვიდრე ბლოკში გაერთიანდებოდნენ, გვითხრეს, რომ ჯერ არ ჩქარობენ, თუმცა სარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას სამივე ოლქში გეგმავენ.

მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას ასევე არ ჩქარობენ „თავისუფალი დემოკრატები“. პარტიას ჯერ ახალციხეში ოფისიც არ გაუხსნია.
„კანდიდატები ყველა ოლქში გვეყოლება. სექტემბრამდე დრო გვაქვს“, - გვითხრა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა შალვა გოგოლაძემ.

როგორც „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში“ ამბობენ, კანდიატების დასახლებას სამივე მაჟორიტარულ ოლქში გეგმავენ.
„თბილისიდან ლიდერებს ველოდებით და ჩემი ოფიციალური წარდგენა ერთ კვირაში იქნება“, -ამბობს ბესიკ ხითარიშვილი, რომელიც პარტიის კანდიდატად ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში მოიაზრება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ჰყავდეთ „რესპუბლიკელებს“. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას შტაბიც აქვს და ხელმძღვანელიც ჰყავს, ორგანიზაციამ შესაძლოა სამცხე-ჯავახეთის ხმებისთვის არ იბრძოლოს.

„გუშინ ლიდერებს შევხვდი და არაფერი უთქვამთ კანდიდატებზე. შერჩეულიც კი არავინაა, ალბათ არ დაასახელებენ“, - ამბობს „რესპუბლიკელების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო კაპანაძე და ამატებს, რომ რეგიონში პარტიის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ახალციხეში არჩევნებში კიდევ ორი პარტია: „ჩვენი სამშობლო“ და „საქართველოს ერთიანი ლეიბორისტული პარტია“ ჩაერთვება. თუმცა მათი წინასაარჩევნო გეგმები ჯერ უცნობია.

რაც შეეხება იმ სამ პარტიას, რომლებსაც კანდიდატები ოფიციალურად წარდგენილი ჰყავს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ამომრჩევლებს კარდაკარის პრინციპით ხვდებიან; „ქართულმა ოცნებამ“ 17 აგვისტოს განაცხადა,რომ წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს; „პატრიოტთა ალიანსმა“ კი კამპანია ბრიფინგით დაიწყო. 19 აგვისტოს, მაჟორიტარმა კანდიდატმა ახალციხე–ადიგენში, გოდერძი კუბლაშვილმა, ახალციხის საარჩევნო მედიაცენტრიდან საარჩევნო კამპანია საზოგადოებისთვის ოჯახის გაცნობით დაიწყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს