FM97.5 / LIVE

პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ევროპის საბჭომ რეგიონში სამაგალითოდ აღიარა

მთავარისამართალი 14.04.2016
საქართველოს პრობაციის სისტემის მუშაობა ევროპის საბჭოს ანგარიშში – „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, სამაგალითოდ არის მიჩნეული.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს  საქმიანობა  ევროპის საბჭომ   რეგიონში სამაგალითოდ  აღიარა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მაღალი შეფასების საფუძველი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, სწორი სტრატეგიული ხედვა და საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სიახლეები გახდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, პრობაციის სისტემაში რეგულარულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, განხორციელდა საკანონდებლო ბაზის ლიბერალიზაცია, ჩატარდა სტრუქტურული და მეთოდოლოგიური რეფორმები.

„2016 წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოშო ორი მნიშვნელოვანი ნოვაცია დაინერგა. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით აღასრულებს. 1 მარტიდან კი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, სოციალური მუშაკები არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო პროცესში ჩაერთვნენ. ისინი მოსამართლისთვის ანგარიშს ამზადებენ, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მთივე ინფორმაციით, პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში დიდ როლს თამაშობს ახალი სტრუქტურული ერთეული – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო. მისი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს პირობით მსჯავრდებულებს ცხოვრებისეული პერსპექტივის შექმნასა და ახალი უნარ–ჩვევების შეძენაში. პირობით მსჯავრდებულებს, მათივე საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვთ, როგორც საგანამანათლებლო, ასევე სახელობო, დასაქმებითი, გასართობ–გამაჯანსაღებელი, ფსიქო-სოციალური პროგრამებში ჩაერთონ.

"მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება არ წარმოადგენს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, 2015 წელს სააგენტოს უშუალო ძალისხმევით, 124 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა, მიმდინარე წელს კი – უკვე 46", - აცხადებენ სამინისტროში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირობით ვადაზე ადრე 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა
საქართველოში არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ინერგება
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
ახალციხის პრობაციის ოფისში ვიდეოპაემნის სერვისი დღეს უფასოა
18 მაისიდან პრობაციონერთა დაბარება განახლდება
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
საქართველოსა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ