FM97.5 / LIVE

18 მაისიდან პრობაციონერთა დაბარება განახლდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2020
ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში 18 მაისიდან გამოცხადდებიან.

18 მაისიდან პრობაციონერთა დაბარება განახლდება

საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 18 მაისიდან 1 499 პირს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანება დღეს, 13 მაისს გამოიცა.

უწყების ინფორმაციით, პრობაციის ბიუროები ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირების მისაღებად უკვე მზად არიან. იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და დაცული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საბჭოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ყველა ბიურო აღჭურვილია დეზობარიერით, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებებით. აპარატურა, რომელიც თითის ანაბეჭდის ასაღებად გამოიყენება, ყოველი მოხმარების წინ სპეციალური ხსნარით დამუშავდება.

ბიუროს შიდა სივრცეში შესასვლელად პრობაციონერები ვალდებულნი იქნებიან, ატარონ დამცავი ნიღაბი. სერვისის მისაღებად შენობაში ერთდროულად დაიშვება არაუმეტეს სამი პირისა, შენობის გარეთ კი, სოციალურ დისტანციას დაცვის პოლიცია გააკონტროლებს.

რაც შეეხება დანარჩენ, სხვა მუხლებით გასამართლებულ პრობაციონერებს, ისინი პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბიუროში გამოუცხადებლობა მათ ჩაეთვლებათ საპატიოდ.

პრობაციონერები ბიუროებში სავალდებულო გამოცხადებისგან იუსტიციის მინისტრის მითითებით ჯერ კიდევ 12 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გათავისუფლდნენ, იუსტიციის მინისტრის 16 აპრილის №522 ბრძანების მიხედვით კი, სავალდებულო გამოცხადებისაგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა.

დღეს, ამავე ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ჩადენილი ძალადობისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის შესაბამისად – 2020 წლის 18 მაისიდან უნდა გამოცხადდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრობაციის ეროვნული სააგენტოს  საქმიანობა  ევროპის საბჭომ   რეგიონში სამაგალითოდ  აღიარა
მტკვრის დაცვის დღე ახალციხეში დასუფთავების აქციით აღნიშნეს
ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება – იუსტიციის მინისტრის ბრძანება
ახალციხის პრობაციის ოფისში ვიდეოპაემნის სერვისი დღეს უფასოა
სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა
საქართველოში არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ინერგება
20 იანვარს ახალციხეში ვიდეოპაემნის სერვისი უფასო იქნება