FM97.5 / LIVE
პირობით ვადაზე ადრე 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

პირობით ვადაზე ადრე 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

მთავარისამართალი 30.10.2013
2013 წლის 29 ოქტომბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა.

პირობით ვადაზე ადრე 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა
სხდომა ზეპირი მოსმენით წარიმართა. საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრნენ 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელთაგან 2-ზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.

სხდომაზე, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად, არასრულწლოვანთა ადვოკატებიც ესწრებოდნენ, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა კოორდინატორებმა დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინეს.

თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ გაითვალისწინა როგორც დანაშაულის ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევა, მათი დამოკიდებულება წარსულში ჩადენილ დანაშაულთან და ოჯახური მდგომარეობა, ისე სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა/ქცევა და მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა. ზეპირი გასაუბრების შედეგად არასრულწლოვან მსჯავრდებულებისა და მათი კოორდინატორების მიერ მიწოდებულმა დამატებითმა ინფორმაციამ საბჭოს წევრებს შესაძლებლობა მისცა, ინდივიდუალურად შეეფასებინათ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

"დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან გაიცა რეკომენდაციები მსჯავრდებულთა გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც მომავალში პრობაციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრობაციის ეროვნული სააგენტოს  საქმიანობა  ევროპის საბჭომ   რეგიონში სამაგალითოდ  აღიარა
საქართველოში არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ინერგება
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
ადგილობრივი საბჭოს სხდომა ახალქალაქში
დანაშაულის პრევენციის მიზნით ახალციხეში „ადგილობრივი საბჭო“ შეიქმნა
ე.წ. უდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს