FM97.5 / LIVE

მერების მუშაობას ძალიან კარგად 2% აფასებს – NDI

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.09.2019
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგად, მერების მუშაობას ძალიან კარგად 2% აფასებს, ხოლო საკრებულოების მუშაობას 3%. მოსახლეობის 18% პროცენტმა კი საერთოდ არ იცის მერის მუშაობის შესახებ.

მერების მუშაობას ძალიან კარგად 2% აფასებს – NDI
ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

კითხვაზე როგორ აფასებთ ლიდერებისა და ინსტიტუტების საქმიანობას, სადაც სხვა ინსტიტუტებთან ერთად იგულისხმება, რეგიონებში საკრებულოებისა და მერების საქმიანობა, მოსახლეობის 2% ფიქრობს, რომ თავიანთი მერი ძალიან კარგად მუშაობს.

მერების მუშაობას, უბრალოდ კარგად აფასებს მოსახლეობის 26%, 34% პროცენტი ფიქრობს რომ მერები საშუალოდ მუშაობენ, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ცუდად. მოსახლეობის 18% პროცენტმა კი საერთოდ არ იცის მერის მუშაობის შესახებ.

რაც შეეხება საკრებულოებს, მათ მუშაობას მოსახლეობის 3% პროცენტი ძალიან კარგად აფასებს, უბრალოდ კარგად აფასებს 24%, ხოლო საშუალოდ 36%.

მოსახლეობის 17% აზრით საკრებულო ცუდად მუშაობს, ხოლო 16%–მა საერთოდ არ იცის საკრებულოს მუშაობის შესახებ.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC - საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინსტიტუტებიდან ყველაზე უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებენ– NDI
41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI

მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60% აფასებს – NDI
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
NDI- გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს
NDI: მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს
პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 12% აფასებს