FM97.5 / LIVE

გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 11.04.2016
მაიორი გიგა ავალიანი: ვერ წარმომიდგენია ჯარის იქით თუ რაიმე შემეძლება არსებობდეს, იმ დონეზე მიყვარს ჯარი, შეიარაღებული ძალები და ჩემი ჯარისკაცები, რომ ჯარი ყველაფერია ჩემთვის -ჯარი ჩემი ოჯახია!“

გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!

წარმატებული ოფიცრის მორიგი მისია ავღანეთში


აფხაზეთიდან დევნილი ვარ, 9 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, რომ სამხედრო გამოვიდოდი. მაშინ არც ვფიქრობდი ამაზე. ჩემი კუთხე დავკარგე, დავკარგე მამა, ბიძა, სახლი. როდესაც წამოვიზარდე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უნდა მემსახურა, - ასე იწყებს საუბარს საკუთარ არჩევანზე მაიორი გიგა ავალიანი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე 17 წელია მსახურობს. მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები, მედალი ლომგული და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენი. ახლა, მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის მეთაურია. მისი ქვედანაყოფი ახალი მისიისთვის ემზადება. გიგა ავალიანი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს.

გიგა ავალიანს საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ნაყოფიერი გამოცდილება აქვს ერაყსა და ავღანეთში. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ავღანეთში IშAF-ის ოპერაციის დროს გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის მიიღო. 33 წლის მაიორს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ავღანეთში სამშვიდობო მისიით კიდევ ერთხელ წასვლა მისი ოჯახისთვის რთულია. ამ დროს მეუღლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ციცინო პაპუაშვილი, მაიორ გიგა ავალიანის მეუღლე: სულ მარტო ვარ თითქ­მის, მაგრამ მეამაყება, რომ გვერდით მყავს სამხედრო მოსამსახურე, ქვეყნის და ერის პატრიოტი.

მაიორ გიორგი ავალიანის თანამებრძოლი და მეგობარი მაიორი ირაკლი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ 52-ე ბატალიონის მეთაურს სრულად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა და ქართველი ჯარისკაცები საიმედო ხელში არიან.

მაიორი ირაკლი კალანდაძე: „მაიორი ავალიანი მისაბაძი სამხედროა. 33 წლის არის და 17 წელია რაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. გამორჩეული იყო კურსანტობისას, გამორჩეულია ოფიცრობაშიც, სხვადასხვა ბრძოლაშიც, სხვადასხვა მისიაში. ჯარისკაცები არიან კარგი მეთაურის, კარგი ოფიცრების და კარგი სერჟანტების ხელში, რომლებმაც აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შეასრულონ მეთაურის მოთხოვნა, მითითებები და ყველაფერი წარმატებით შესრულდება“.

რამდენიმე კვირაში მაიორი გიგა ავალიანი სამხედრო მუნდირს მოირგებს და სამშობლოს ინტერესებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილზე, ავღანეთში დაიცავს.

მაიორი გიგა ავალიანი: „7 თვით მივდივართ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, სადაც ამოცანა გვექნება - ბაზა ბაგრამის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვალდებულები ვართ ყველა დეტალი გავაანალიზოთ.“

ეს მისი ჯარისკაცული ცხოვრებაა...

მაიორი გიგა ავალიანი: ვერ წარმომიდგენია ჯარის იქით თუ რაიმე შემეძლება არსებობდეს, იმ დონეზე მიყვარს ჯარი, შეიარაღებული ძალები და ჩემი ჯარისკაცები, რომ ჯარი ყველაფერია ჩემთვის -ჯარი ჩემი ოჯახია!“

[R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
ავღანეთში ტერაქტისას დაშავებული ერთ–ერთი ჯარისკაცი ახალციხელია
მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში
ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება
რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
7 თვე ავღანეთში