FM97.5 / LIVE

ავღანეთში ტერაქტისას დაშავებული ერთ–ერთი ჯარისკაცი ახალციხელია

მთავარისიახლე, შემთხვევა 12.12.2019
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მსუბუქად დაშავებულ ჯარისკაცებს შორის ერთ–ერთი გოჩა მურადაშვილია. 32 წლის კაპრალი ახალციხიდან არის.

ავღანეთში ტერაქტისას დაშავებული ერთ–ერთი ჯარისკაცი ახალციხელია

„სამხრეთის კარიბჭე“ გოჩა მურადაშვილს დღეს, 12 დეკემბერს ესაუბრა. იგი თავს კარგად გრძნობს.

მისი თქმით, აფეთქება ბაზასთან ახლოს 06:00 საათზე მოხდა.

„სწრაფი რეაგირების ძალების ქვედანაყოფი სამორიგეოში ვიყავით და ამ დროს ჩვენთან ახლოს სატვირთო მანქანა აფეთქდა. მძიმედ არავინ დაშავებულა, ყველა კარგად ვართ", – ამბობს სატელეფონო საუბარში გოჩა მურადაშვილი.

მე-12 ბატალიონი ავღანეთში 10 ნოემბერს ჩავიდა. კაპრალი გოჩა მურადაშვილი ჯარში 2009 წლიდან მსახურობს, მისი ბატალიონი საქართველოში 2020 წლის მაისში დაბრუნდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბაგრამის ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 10 დეკემბერს გაავრცელა.

„მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად", – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
28 ქართველ სამხედროს ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა
გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!
ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

7 თვე ავღანეთში
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
ქართული ჯარი ქართული აღჭურვილობით მომარაგდება