FM97.5 / LIVE

7 თვე ავღანეთში

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 14.03.2016
სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

7 თვე ავღანეთში

ავღანეთში დილით, ათი საათისთვის ჩავფრინდით. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტი იყო ცხელ მიწაზე. ბოლო ვიზიტისას, ვიზის უქონლობის გამო, აქ მხოლოდ ერთი თვე დავყავი. ახლა დიდი ხნით ჩამოვედი. 6-თვიანი სამშვიდობო მისია ჟურნალისტისთვის სერიოზული თავგადასავალი და გამოწვევაა.

ქაბულის აეროპორტში მეკავშირე ოფიცრები დაგვხვდნენ და ამერიკულ ბაზამდე მიგვაცილეს. „ფენიქსი“ თითქმის არ შეცვლილა. ამ ბაზაზე პირველი ვიზიტი გამახსენდა. ვიწრო ოთახი, სულ რაღაც 4 კვადრატული მეტრი, სიცხე, ემოციები და სურვილი - რაც შეიძლება მალე ჩავბმულიყავი სამშვიდობო მისიაში - არ მაძინებდა.

მეორე დღესვე აღმოვაჩინე, რომ აქ, ახალი ვალუტა არსებობს - ტყემალი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებში ყველაზე ძვირად ფასობს. თბილისიდან ერთი ქართველი ჯარისკაცი გამოგვყვა. ქაბულში კუბდარი და ხაჭაპური წამოეღო. ერთი თვე ვიზოგავდით მშობლიურ ცომეულს. ობიანიც უგემრიელესი იყო.

7 თვე ავღანეთში

რამდენიმე დღეში საბუთები მოვაწესრიგეთ და ჰელმანდში გავემგზავრეთ. ჩვენ მიშა და გიორგი უნდა შევცვალოთ. ისინი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრად ავღანეთში უკვე შვიდი თვეა მუშაობენ. წესია ასეთი. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლები ერთმანეთს 7-თვიანი ინტერვალით ვენაცვლებით. ძველი PAO, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ახალს შტაბში წარადგენს და არსებულ სიტუაციასაც გააცნობს. მისიის გადაბარება, აღჭურვილობის, იარაღის, ვიდეო და ფოტოკამერის გადაფორმებას გულისხმობს. შესაბამისად, პირველ დღეებში საქმე ნაკლებია.

ჰელმანდში გაუსაძლისი სიცხეა. სუნთქვა ჭირს. ყველგან მტვერია, ქვიშა და უდაბნო. ჩვენი ბიჭები ცხელ პროვინციაში მისიას მალე დაასრულებენ და სულ რამდენიმე კვირაში ყანდაღარში გადავალთ. ყანდაღარში ძღვენიც გვაქვს ჩასატანი. ერთ-ერთ ჯარისკაცთან ტყემალი გამოგვატანეს. ეს, უკვე აღარ მიკვირს. გზავნილების ფასს აქ მალევე ხვდები.

ყანდაღარში გამთენიისას გავფრინდით. გრილი დილა იყო. ბასტიონის აეროპორტში (ეს ბრიტანული სამხედრო აეროპორტია) გრძელი რიგი დაგვხვდა. დიდხანს მოგვიხდა ლოდინი მძიმე ბარგით - ჩანთები, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი და იარაღი. აეროპორტში ყავა ვიყიდე. ისეთი მუქი და ძლიერი იყო, გული მთელი დღე მიფრიალებდა.

ყანდაღარის აეროპორტი უზარმაზარია. გავცდით სამხედრო აეროპორტს, შემდეგ სამოქალაქოს და ISAF-ის წარწერასთან შევჩერდით. სპეცრაზმელებმა ბაზაზე გადაგვიყვანეს. გავიარეთ შემოწმება. ჩემმა ტყემალმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ახსნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ვიდრე არ გავასინჯე, ბრიტანელები ვერ მიხვდნენ რა იყო.

ბაზა ყანდაღარში საკმაოდ დიდია. როდესაც დიდ ბაზაზე მისიას იწყებ, პირველი, რაც უნდა გააკეთო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკელი ოფიცერი უნდა გაიცნო. კოორდინირებული საქმიანობისთვის ეს აუცილებელია. ყანდაღარში ახალჩასულები პირველ გადაღებაზეც გავედით და ვიდეომასალა თბილისში გამოვაგზავნეთ. ეს, ჩვენი მისიის დაწყებას ნიშნავდა. საქმიანობის პარალელურად, ვარჯიშიც დავიწყე. ავღანეთი ის ადგილია, სადაც, როგორი ზარმაციც უნდა იყო, ვარჯიშის სურვილი აუცილებლად გაგიჩნდება.

ყანდაღარის საავიაციო ბაზა

ყანდაღარის საავიაციო ბაზა ერთ-ერთი მთავარი საავიაციო ბაზაა ავღანეთის სამხრეთით. ჩვენი რეინჯერების ამოცანა სწორედ მისი დაცვაა. ტერიტორია იმდენად ვრცელია, რომ ყაზარმიდან დიდ სასადილომდე, „ნაიგარამდე“ მისასვლელად ავტობუსი აუცილებლად გჭირდება. რა გინდა, იქ არ იყოს.

ყველაზე ახლომდებარე სასადილო შედარებით პატარაა და მას მხოლოდ დილით ვსტუმრობთ.

ქართველი რეინჯერები დგანან გარე, ანუ წინ წაწეულ ბაზაზეც. ეს, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზია. პირველი დარტყმა მათ უნდა მიიღონ და ძირითადი ბაზა შემოტევებისგან დაიცვან. აქ არ არსებობს მრავალფეროვანი სასადილოები, სპორტული დარბაზები, კეთილმოწყობილი საშხაპეები და საცხოვრებლები. ერთ-ერთი ასეთი ბაზა „შახ ვალი კოტი, ავღანური სოფლის მახლობლად მდებარეობს. ამ პატარა ბაზაზე ამერიკელ სამხედროებთან ერთად მხოლოდ ქართველი რეინჯერები არიან. არასდროს დამავიწყდება მშრალი საკვების გემო, რომელიც ამ ბაზაზე გავსინჯე. განსაკუთრებული გარემო, სახელდახელოდ მოწყობილი პირსაბანი და კარავში ჯარისკაცებთან ერთად გათენებული ღამეები. წინ წაწეულ ბაზაზე ბაროტრავმა მივიღე და სმენა დამიქვეითდა. ეს იყო ჩემი, ავღანური მსუბუქი იარა.

ავღანეთში ჩემი ყოფნის დროს ქართველები ყანდაღარში და ქაბულში იყვნენ. შემდეგ დაემატა ბაგრამის საავიაციო ბაზა და ბაზა „მარმალი“მაზარ-ი-შარიფში. ქაბულში დავრჩით, თუმცა ბაზა შევიცვალეთ. ქაბულში რამდენიმე ბაზაა და ერთ-ერთში ქართული სამხედრო წარმომადგენლობის ოფისია. ესაა ქართული სამშვიდობო მისიის ცენტრი.
რეპორტაჟის გაგრძელება შემდეგ ნომერში

გიორგი თუხარელი
(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

7 თვე ავღანეთში
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
ავღანეთში ტერაქტისას დაშავებული ერთ–ერთი ჯარისკაცი ახალციხელია
გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!
ლუკ კოფი: აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში
ქართველები  ავღანეთის “ცხელ მიწაზე”
კაპიტანი ეროვნული გვარდიიდან