FM97.5 / LIVE

ახალციხეში ევროკავშირის ელჩს ელოდებიან

მთავარისაზოგადოება 12.12.2012
ახალციხე ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველ გამოფენას და ევრო-კუთხის გახსნას უმასპინძლებს. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი დაესწრება

ახალციხეში ევროკავშირის ელჩს ელოდებიან
ევროპის თემაზე მიძღვნილი გამოფენა და ევროკავშირის კუთხე ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 16 დეკემბერს გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები, რომლებიც დამთვალიერებელს ქართულ ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობებზე მოუყვება.
ევროკავშირის კუთხის მეშვეობით კი მოსახლეობას მიეცემა საშუალება დეტალურად გაეცნოს ევრო–სტრუქტურების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ევროპის თემაზე გამოცემულ პუბლიკაციებს.

ევროკუთხის გახსნა პროექტ „საქართველო ევროპაში“ ფარგლებში ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“–ს მეშვეობით ხორციელდება.

გამოფენის ორგანიზატორები კი არიან ეროვნული ბიბლიოთეკა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.

გამოფენისა და ევროკუთხის გახსნის პარალელურად გაკეთდება მოხსენებები და დისკუსიები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე. მოხსენებებს და დისკუსიებს გაუძღვებიან ექსპერტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან და ორგანიზაციიდან „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“.

ახალციხეში ევროკავშირის ელჩს ელოდებიან

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"საქართველო და ევროპა" ახალციხეში
ახალქალაქში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
ბორჯომში ხელნაწერთა ცენტრში დაცული ექსპონატები გამოფინეს [Photos]
ახალციხემ ევროკავშირის კულტურის კვირეულს უმასპინძლა
ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
ევროკავშირის ახალი გამოწვევები – შეხვედრა ახალციხეში