FM97.5 / LIVE

ახალციხემ ევროკავშირის კულტურის კვირეულს უმასპინძლა

მთავარისაზოგადოება 09.11.2015
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით ახალციხემ „ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეულს“ უმასპინძლა.

ახალციხემ ევროკავშირის კულტურის კვირეულს უმასპინძლა
ღონისძიების ფარგლებში "ახალციხის ციხეში" ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „კავშირები, რომელმაც გაუძლო დროს”, ასევე, ბულგარული “ცეცხლოვანი ქუჩის თეატრის” წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიება ბულგარეთის ელჩმა საქართველოში პლამენ ბონჩევმა და ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ გახსნეს.

წარმოდგენილი ფოტო გამოფენა მოგვითხრობს იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავდნენ. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მე-20 საუკუნის ფოტოები გადმოგვცემენ ურთიერთობების ისტორიას, რომელმაც საბჭოთა ეპოქაში ცარიზმის დროს გაუძლო. მიუხედავად განსხვავებული მმართველობითი მოდელებისა და პოლიტიკური მდგომარეობისა დროთა განმავლობაში არ შეცვლილა ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი.

ევროკავშირის კულტურის კვირეულს ახალციხის გარდა, უმასპინძლეს თბილისში, თელავში, ქუთაისში, სიღნაღში, რუსთავსა და ფოთში, სადაც წარმოდგენები გამართეს ლიტველმა, გერმანელმა, პორტუგალიელმა, ავსტრიელმა, პოლონელმა, ჰოლანდიელმა, ბულგარელმა და ფრანგმა ხელოვანებმა.

ახალციხემ ევროკავშირის კულტურის კვირეულს უმასპინძლა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროკავშირის კულტურის კვირეულს ახალციხე 6 ნოემბერს უმასპინძლებს
ახალციხეში ევროკავშირის ელჩს ელოდებიან
"საქართველო და ევროპა" ახალციხეში
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საზეიმო კვირეულს ახალციხე შეუერთდა
ახალციხემ ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლა [Photo]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]