FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ანაზღაურებას აპროტესტებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.12.2012
დაშვებული შეცდომა თუ კანონის მიხედვით გაწერილი თანამდებობრივი სარგო და სტატუსი; რაში ადანაშაულებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები სასწავლებლის ადმინისტრაციას

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ანაზღაურებას აპროტესტებენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ხელფასის რაოდენობასა და ახლად განსაზღვრულ სტატუსს აპროტესტებენ. თუ აქამდე მათ სპეციალისტები ერქვათ, ახლა უმცროსი სპეციალისტები უწოდეს.

”გინახავთ სადმე სამსახური, სადაც ყველა უმცროსი სპეციალისტია?! - კითხულობს მადონა ბლუაშვილი, რომელსაც ბიბლიოთეკაში მუშაობის 41-წლიანი სტაჟი აქვს.

მისი თქმით, ძველი საშტატო განრიგის მიხედვით ახალციხის უნივერსიტეტის ყველა სპეციალისტს 400-ან 450 ლარი ეძლეოდა. ბიბლიოთეკაში სპეციალისტები კი 300 ლარს ღებულობდნენ, დაქვითვით 240-ს: ”როდესაც მოვითხოვეთ, რომ ხელფასი მოეცათ იმდენი, რამდენსაც სხვა სპეციალისტებს აძლევდნენ, თინა გელაშვილმა გვითხრა, გაჩუმდით თორემ სადაც ხართ, იქიდანაც წახვალთო”.

ბლუაშვილი ამბობს, რომ მაშინ გაჩუმდნენ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ: ”დიქტატურის პირობებში გაჩუმება ვარჩიეთ. ბიბლიოთეკაში ოთხი სპეციალისტი ვართ, ოთხივეს უკან ოჯახები დგას”.

სასწავლებლის რეორგანიზაციის შემდეგ (ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის საგანმანათებლო კოლეჯის შეერთების შედეგად, ნოემბერში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა), ბიბლიოთეკის თანამშრომლები ელოდნენ, რომ მათი ხელფასი უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა სპეციალისტების ანაზღაურებას გაუთანაბრდებოდა.

”შედეგად მივიღეთ ის, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიძინა მაისურაძემ განგვიცხადა, ახალი საშტატო განრიგი წაღებულია განათლების სამინისტროში და საბჭოს სხდომაზე ჯერ არ განხილულაო”, - გვითხრა ბლუაშვილმა.

ხელფასის გაეზრდის ნაცვლად, მათ თანამდებობას სახელი შეუცვალეს და უცმროსი სპეციალისტები უწოდეს.

”მაისურაძემ გვითხრა, გადავხედე საშტატო განრიგს, ძალიან ცუდად მომხვდა თვალში თქვენი ხელფასები, ამიტომ უმცროსი სპეციალისტები გაგხადეთო”, -ამბობს ბლუაშვილი.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ანაზღაურებას აპროტესტებენმაისურაძე აცხადებს, რომ ცვლილების შესახებ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ესაუბრა: ”ცუდია თუ მტკივნეულად აღიქვეს, რადგან ამის შესახებ უკვე ავუხსენი. დღეს ეტკინათ ეს საკითხი?!”

მისივე თქმით, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ხელფასი 300 ლარი ჰქონდათ და დასახელებაში სპეციალისტი ეწერათ: ”სინამდვილეში, ჩვენთან სპეციალისტი ღებულობს 400 ლარს. აქ იყო რაღაც შეცდომა გაპარული, ეს ჩემი მუშაობის პერიოდს არ ეხება. ახლა მოხდა კორექტირება, ხელფასს შეესაბამა თანამდებობის დასახელება. დასახელება შეიცვალა, თორემ რა უფლება-მოვალეობებითაც სარგებლობდნენ, იგივე უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ და იგივე ხელფასს იღებენ”.

ბლუაშვილის განცხადებით, მათ სპეცილისტის თანამდებობზე კონკურსი აქვთ გავლილი: ”ამდენად, თვითნებურად ადმინისტრაციის მხრიდან ამგვარი ცვლილება დანაშაულია”.

მაისურაძის თქმით, ბიუჯეტი რომელიც სასწავლებლის რეორგანიზაციის შემდეგ თბილისში გაიგზავნა, მხოლოდ ერთი თვის შესახებაა: ”ახალი წლიდან აბსოლიტურად სხვა საშტატო განრიგი იქნება”.

ბლუაშვილი ამბობს, რომ ახალი საშტატო განრიგი რომელიც თბილისში გაგზავნეს გასაუდუმლოებულია: ”რეორგანიზაციის შემდეგ ეს განრიგი თბილისში ყველასგან ჩუმად წაიღეს”.

უნივერსიტეტის იურისტი თამუნა ჟუჟუნაძე გვიხსნის, რომ რადგან სასწავლებელი ახალი დაფუძნებულია, თავისთავად საჭიროა ახალი საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის დამტკიცება: ”საშტატო განრიგში პოზიციებს როგორ შეიტან, შენი გადასაწყვეტია და არ შეიძლება გაიგო როგორც დარღვევა, თუ ვიღაცისთვის სტატუსი მიუღებელია”.

მისი თქმით, თუ ახალი საშტატო განრიგით გათვალისწინებული სტატუსები თავისი თანამდებობრივი სარგოებით და უფლება-მოვალეობებით ვინმესთვის მიუღებელი იქნება, შეუძლია უარი თქვას დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე და თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში შესვლაზე: ”ახალი განრიგის დამტკიცებმდე კი ყველა იმ სტატუსით რჩება, როგორც აქამდე იყო”.

რაც შეეხება იმას, რომ აქამდე ბიბლიოთეკაში სპეციალისტები კონკურსის წესით იყვნენ დანიშნულები და ახლა კი მათ უმცროსი სპეციალისტები უწოდეს, ჟუჟუნაძის განცხადებით კანონი არ დარღვეულა, რადგან ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შრომით ხელშეკრულებაში ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად სასწავლებლის რეორგანიზაციაც ეწერა.

ჟუჟუნაძის თქმით, არ შეიძლება შეცდომა ეწოდოს იმასაც, რომ აქამდე ბიბლიოთეკის სპეციალისტები 300 ლარს ღებულობდნენ, სხვა სპეციცლიასტებს კი 400 ლარი ჰქონდათ: ”სტატუსები შეიძლება ერთი და იგივე იყოს, მაგრამ, უფლება-მოვალობიდან გამომდინარე, ვიღაცა შეიძლება მეტად იყოს დატვირთული, ვიღაცა ნაკლებად”.

ბლუაშვილის თქმით, კი ”უნივერსიტეტი ბიბლიოთეკის მხრებზე დგას, ამდენად დატვირთვა დიდია. ჩვენ ოჯახები გვყავს. სპეციალისტების ხელა ხელფასი რომ მოეცათ ხმას არ ამოვიღებდით, მაგრამ ეს უსამართლობაა”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
„შესაძლოა უნივერსიტეტი პარალიზებული აღმოჩნდეს“
ადიგენში ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის 12.828 ლარი დაიხარჯება
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
ახალციხის მერიის ააიპ–ების 530–მდე თანამშრომელს იანვრის ხელფასი არ მიუღია
კადრების გადახალისების ახლებური მეთოდი ახალციხის გამგეობაში