FM97.5 / LIVE

ასპინძაში საკრედიტო ორგანიზაცია 'ჯი ეი კაპიტალის' შესასვლელი მეორე დღეა ჩაკეტილია

მთავარიეკონომიკა 29.03.2016
მეორე დღეა საკრედიტო ორგანიზაიცა „ჯი ეი კაპიტალის“ შესასვლელი გადაკეტილია. ორგანიზაცია სასამართლოში ჩივის; გახსნის თუ არა გზას გადაწყვეტილების გამოტანამდე, ამ ტერიტორიის მესაკუთრე და ამავე ორგანიზაციის მსესხებელი, უცნობია.

ასპინძაში საკრედიტო ორგანიზაცია 'ჯი ეი კაპიტალის' შესასვლელი მეორე დღეა ჩაკეტილია

ასპინძაში ყაზბეგის №2–ში მდებარე საკრედიტო ორგანიზაცია „ჯი ეი კაპიტალის“ შესასვლელი დღესაც ჩაკეტილია. გზის გახსნის თხვონით „ჯი ეი კაპიტალმა“ ასპინძის რაიონულ სამმართველოში წერილი გუშინ, გუშინ, 28 მარტს, შეიტანა. თუმცა, უწყებაში განუცხადეს, რომ ეს საქმე სასამართლოს ქვემდებარეა.

„პოლიციაში დამიბარეს და მითხრეს სასამართლოს უნდა მიმართოო. ამის შესახებ წერილობითაც მოგწერთო“, – ამბობს „ჯი ეი კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ლელა კახიძე.

მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას ერთ კვირაზე ადრე ვერ გამოიტანს, ამ ხნის განმავლობაში კი ორგანიზაციას საკმაოდ დიდი ზარალი მიადგება.

ამ ზარალის ანაზღაურება კი როგორც „ჯი ეი კაპიტალის“ შენობის მესაკთრე ჯამბულ ხოზრევანიძე აცხადებს, გელა ლონდარიძეს მოუხდება.
გუშინ, 28 მარტს დილით აქ შესასვლელი სწორედ მან ჩაკეტა. ლონდარიძე ორგანიზაციის წინ მდებარე 194 კვადრატული მეტრი მიწის მესაკუთრეა. მან აღნიშნული ფართი აქუციონზე 1 450 ლარად გასული წლის ივლისში შეიძინა.

„პოლიცია დამიკავშირდა და მთხოვა ჩამოდიო, თბილისში ვსაქმიანობ და ასპინძაში არ ვარ. დღეს მივდივარ“, – აცხადებს ლონდარიძე.

შეკითხვაზე, გახსნის თუ არა შესასვლელს სასამართლო გადაწყვეტილებამდე, გვპასუხობს: „არ ვიცი გავხსნი თუ არა, ჩამოვალ და გადავწყვეტ“.

ვიდრე ვითარება დაიძაბებოდა, ლონდარიძემ და ხოზრევანიძეებმა აღნიშნული ფართის შესახებ მოლაპარაკება სცადეს. როგორც გელა ლონდარიძე აცხადებს, ხოზრევანიძე ამ ტერიტორიის შესყიდვას აპირებდა. თავად ჯამბულ ხოზრევანიძე ირწმუნება, რომ პირადად გელა ლონდარიძეს არასდროს შეხვედრია: „მას ჩემი შვილი ელაპარაკა. თან ძალიან დიდ თანხას ითხოვდა ამ მიწაში და ამ ყველაფერს შანტაჟის ფორმაც ჰქონდა“.

„ჯამბულ საწარმოში იყო მოსული ჩემთან და მოვილაპარაკეთ, მაგრამ იმის მერე დიდი დრო გავიდა. რაც შეეხება ფასს, ჩემი საკუთრებაა, ვიყიდე 5 ლარში და ვყიდი მილიონად, რაიმე პრობლემაა?!“, – ამბობს ლონდარიძე.

ისევე როგორც ხოზრევანძეს, სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვს გელა ლონდარიძესაც: „სასამართლოს წესით გავარჩევთ მტყუან–მართალს“.

შეგახსენებთ, რომ გელა ლონდარიძემ „ჯი ეი კაპიტალის შესასვლელი“ გუშინ, 28 მარტს, დილით ჩაკეტა. იგი გარდა იმისა, რომ აღნიშნული მიწის მესაკუთრეა, ამავე ორგანიზაციის მსესხებელიცაა. ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და სესხის გადაუხდელობის გამო, იძულებით აღსრულების წესით ორგანიზაციამ მისგან დაახლოებით 9 000 ლარი უნდა ამოიღოს. ლონდარიძეს „ჯი ეი კაპიტალმა“ სასამართლო დავა გასული წლის მარტში მოუგო.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 'ჯი ეი კაპიტალის' შესასვლელი გაიხსნა
ასპინძაში საკრედიტო ორგანიზაცია „ჯი ეი კაპიტალს“ შესასვლელი ჩაუკეტეს
ახალციხის რაიონულ სასამართლოს ორი მოსამართლე ტოვებს
სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
გიორგი ლონდარიძემ მოსამართლის პოსტი დატოვა
რამ მოაგონა მოსამართლე ლონდარიძეს 'ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის მორიგება'
ახალციხის საკრებულომ 'თავისუფალი დემოკრატების' წევრთან სასამართლო დავა წააგო