FM97.5 / LIVE

ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 24.03.2016
მიმდინარე წელს, სამ თვეში, სამცხე–ჯავახეთში ტუბერკულოზის 9 შემთხვევა დარეგისტრირდა, გასულ, 2015 წელს კი 42 შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული.

ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში

2016 წელს გამოვლენილი 9 შემთხვევიდან 3 მოქალაქე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, 3 ახალციხის, 2 ადიგენის, 1 კი ნინოწმინდის.
გასულ, 2015 წელს, რეგიონში დაავადების 42 შემთხვევა გამოლინდა. ამათგან, 22–ს ტუბერკულიოზის ღია ფორმა, 11–ს მოლეკულურ დონეზე გამოკვლეული ჯინ ექსპერტ–დადებითი, დანარჩენებს კი არა გადამდები ფორმა დაუდგინდა.

„ჩვენს რეგიონში ნაკლებად არის გავრცელებული ტუბერკულოზი. გასულ წელს ყველაზე რთული, მულტირეზისტენტული ფორმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში არ დაფიქსირებულა“, – განმარტავს აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორი, ტუბერკულიოზის საკითხში სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი ტარიელ ენდელაძე.

მისივე თქმით, აბასთუმნის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 61 პაციენტი მკურნალობს. გასულ წელს 48 მკურნალობდა.

წელს აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტრომ რენდგენის ახალი აპარატი გადასცა. როგორც დაწესებულების დირექტორი ტარიელ ენდელაძე განმარტავს, აპარატის საშუალებით, პაციენტებს, რომლებიც ტუბსაავადმყოფოში არიან, მკურნალობა გაუუმჯობესდებათ.

რაც შეეხება კონკრეტულად ახალციხეს, შპს ,,უნიმედი სამცხეს“ ტუბერკულიოზის კაბინეტში ამ დროისთვის 19 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან გადამდები ფორმა 10–ს, ხოლო ფილტვგარეშე 3–ს აქვს. აქედან, გასულ წელს 15 იყო რეგისტრირებული, წელს 4 ახალი დაემატა, რომელთაგან 3–ს გადამდები ფორმა აქვს.

„ტუბერკულიოზით დაავადებულებისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამა, მათ მედიკამენტები და მკურნალობა უფასო აქვთ. გარდა ამისა, წახალისების მიზნით 160 ლარს იღებენ ეტაპობრივად. ინტენსიური მკურნალობისას 60 ლარს, ხოლო 4 წლის შემდეგ, თუკი მკურნალობას მიყვებიან 100 ლარი ემატებათ“ , – განმარტავს ფთიზიატრი ნინო მერაბიშვილი.

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია. დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებადი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე შემთხვევა ლეტალურად მთავრდება.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882).

დღევანდელი დღე ახალციხეში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში
ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორი ტარიელ ენდელაძე გარდაიცვალა
ჯანდაცვის სამინისტრო:'მოსაზრება, რომ ტუბერკულოზს ჰაერი კურნავს მითია'