FM97.5 / LIVE

ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.03.2017
ტუბერკულოზის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა 2017 წელს ახალციხეში და რამდენი პაციენტია რიცხული შესაბამის ტუბკაბინეტში;

ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ტუბერკულოზის კაბინეტის ექიმი ნინო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ახალგამოვლენილი მხოლოდ სამი შემთხვევაა: „ოღონდ მათ შორის ორი ჯერ გადამდებია. ამ ორიდან ერთი, აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში, გუშინ გავუშვი“.

გასულ, 2016 წელს, ტუბკაბინეტში რიცხული 23 პაციენტი იყო: „6 თვის გასვლის შემდეგ რეგისტრაციიდან იხსნებიან. შარშადელებიც და წელს დამატებული პაციენტებიც, ამ დროისთვის სულ 7 მყავს, აქედან ორი სტაციონარშია“.

პაციენტები, რომლებსაც ტუბერკულოზის გადამდები ფორმა აქვთ, სტაციონარში უნდა იწვნენ, თუმცა როგორ ნინო მერაბიშვილი ამბობს, ოჯახური პორიბების გამო ამას ყველა ვერ ახერხებს: „ამიტომ მოდიან, იღებენ წამლებს და სახლში მკურნალობენ. თუმცა ეს, ბუნებრივია, საშიშია მათი ოჯახის წევრებისთვის“.

რაც შეეხება ბოლო დროს ტუბერკულოზის შემთხვევების კლების ტენდენციას, მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა სახელმწიფო პროგრამის კარგად მუშაობის შედეგი იყოს: „მათ უფასოდ მიეწოდებათ მედიკამენტები, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოჯანმრთელდნენ“.

მისი თქმით, მთავარი სირთულე დღეს მაინც ის არის, რომ პაცინეტები ექიმებს გვიან აკითხავენ: „შორს წასული ფორმით მოდიან ჩვენამდე. მერე უკვე მკურნალობის ეფექტიც იგვიანებს“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, 1982 წლიდან, ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, იმ თარიღის აღსანიშნავად აღინიშნება, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882), რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?
თბილისი - პარიზი: გადარჩენის გზა [Video]
კვირის აქცენტი: აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო – მთავარი სირთულეები [Video]