FM97.5 / LIVE

როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 24.03.2016
24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს ახალციხეში.

როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში

ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ პარკსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო აქცია გამართეს.

„საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები დავარიგეთ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში, კოლეჯ ოპიზარში, საჯარო სკოლებსა და ცენტრალურ პარკში“, – განმარტავს ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

ტუბერკულოზი იყო დღის აქტივობების მთავარი თემა „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრისთვისაც. ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის ‪(‎PITA) ფარგლებში, ცენტრის ახალგაზრდები დღის პირველ ნახევარში ექიმ–თერაპევტს კონსტანტინე დგებუაძეს შეხვდნენ.

ექიმი ახალგაზრდებს დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, გავრცელების გზებზე, სიმპტომებზე, დაავადების ფორმებსა და მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ტუბერკულოზის გავრცელების სტატისტიკა და დაავადებასთან ბრძოლის გზები.

ჯანდაცვის ცენტრის მსგავსად, ლექციის შემდეგ ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს და საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს.
ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია. დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებადი იყო.

მსოფლიოში ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე შემთხვევა ლეტალურად მთავრდება.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882). 2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად - “Unite to End TB”– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.

როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში

როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში

როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში

[ეკა ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
თბილისი - პარიზი: გადარჩენის გზა [Video]
ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო
კვირის აქცენტი: აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო – მთავარი სირთულეები [Video]
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?