FM97.5 / LIVE

მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია საქართველოდან, რომელიც ევროკავშირმა ბაზარზე დაუშვა

მთავარიეკონომიკა 18.03.2016
ცხოველური წარმოშობის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა, მატყლია. ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველოც დაემატა.

მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია საქართველოდან, რომელიც ევროკავშირმა ბაზარზე დაუშვა

სტატიას ამის შესახებ eugeorgia.info აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს "ჯორჯიან ვულ" და შპს "ქართული მატყლის კომპანია". შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.

საქართველოდან ევროკავშირში მატყლის პირველი საცდელი პარტია 2015 წლის სექტემბერში გაიგზავნა. "ქართული მატყლის კომპანიასა" და Curtis wool direct limited-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კომპანიას 25 ტონა მატყლი უნდა ეყიდა, 1 კგ 1,05 აშშ დოლარად (ამ ფასში შედიოდა ტრანსპორტირების ღირებულებაც). თუმცა, მატყლის პირველი პარტია, რომელიც ბრიტანეთში უნდა შესულიყო, საზღვრიდან უკან - საქართველოში დაბრუნდა. მიზეზი ის იყო, რომ მესამე ქვეყნების იმ ნუსხაში, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანაა ნებადართული, საქართველო არ იყო შეტანილი და არც “ქართული მატყლის კომპანიას” ჰქონდა ევროკავშირის აღიარება.

"ჩვენ აღიარების პროცესის დასრულებას ველოდით. Curtis wool direct limited-თან შეთანხმება ისევ ძალაშია. მათთვის საცდელი პარტიის გაგზავნას ისევ ვგეგმავთ. გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ მატყლი მოვაგროვოთ. პროდუქცია, რაც გვქონდა, უკრაინასა და ინდოეთში გავგზავნეთ. ბრიტანეთში ჩვენ მიერ ჩატანილი მატყლის გადამუშავების შემდეგ გავიგებთ, შედგება თუ არა ჩვენს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა,” - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში “ქართული მატყლის კომპანიის” ხელმძღვანელი ზაურ კულიევი.

ქართული მატყლის შეძენით ერთ-ერთი გერმანული კომპანიაც იყო დაინტერესებული.

"1 წლის წინ გვქონდა შემოთავაზება. რადგან ჩვენი საწარმოს აღიარების პროცესი დასრულდა, მოლაპარაკებას ისევ განვაახლებთ," - ამბობს შპს "ჯორჯიან ვულის" დირექტორი გია ხადილაშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კომპანიებს ევროკავშირის აღიარება მიეღოთ.

რა მოთხოვნება საჭირო იმისთვის, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, ნახეთ eugeorgia.info–ს მასალაში: ევროკავშირმა ქართული მატყლი ბაზარზე დაუშვა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართულმა თაფლმა ევროკავშირის აღიარება მიიღო
ქართული თაფლის კონტროლის სისტემა  ევროკავშირმა აღიარა [R]
ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა [R]
ანონსი: შეხვედრა თემაზე "ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობები"
ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]
ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა
ახალციხეში ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს