FM97.5 / LIVE

ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2019
ახალციხეში, სოფელ წინუბანში საქონელი ბრუცელოზით დაავადდა. პირუტყვის დაავადების შემთხვევა მარტის ბოლოს დაფიქსირდა.

ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა

სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბექაური ამბობს, რომ სოფელ წინუბანიდან ერთ–ერთმა ადგილობრვმა თავად მიიტანა ლაბორატორიაში პირუტვის სისხლი და შემოწმების შედაგად აღმოჩნდა, რომ საქონელს ბრუცელოზი ჰქონდა.

ვეტერინარები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თუ მათ პირუტყვს კვლევის შედეგად ბრუცელოზი დაუდგინდება,მაშინ საქონელი აუცილებელად სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ დაკლან.

„დაკვლამდე ცხოველი უნდა იყოს განცალკევებული, არ უნდა იაროს საძოვარზე, რადგან ის არის ინფიცირების წყარო“, – ამბობს ლია ბაქაური და ამატებს, რომ აღნიშნულ სოფელში საქონელს უახლოეს დღებში აცრიან –„ვაქცინაცია ისეც ყოველწლიურად მიმდინარეობს, პირუტვი მხოლოდ ერთხელ იცრება. ახლა აცრა ჩაუტარდება იმ საქონელს, რომელიც მანამდე არ ყოფილა აცრილი. რაც შეეხება უკვე დაავადებულს მისი აცრა აღარ შეიძლება“.

ბრუცელოზით სამცხე–ჯავახეთში საქონელი ყოველწლიურად ავადდება. 2014 წელს ბრუცელოზი ერთდროულად რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მძვინვარებდა. ამ წელს ბრუცელოზით 51 ადამიანიდა 203 სული პირუტყვი დაავადდა.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით.

დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამშავების შემდეგ არის შესაძლებელი.

მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.

ბრუცელოზის ადამიანზე გადაეცემის გზებია:

• კონტაქტური - ავადმყოფი ცხოველის აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხება, პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავება;

• საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენება (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი);

იშვიათად:

• ასპირაციული - ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების მოხვედრა პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში.

ძალზედ იშვიათად! - ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს სისხლის გადასხმის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სქესობრივი კონტაქტის და ძუძუთი კვების დროს.

როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?

ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.
ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

• ცხელება
• ზოგადი სისუსტე
• ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)
• ტკივილები- განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების.


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება
'ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან' – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა
სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს