FM97.5 / LIVE

ქართული თაფლის კონტროლის სისტემა ევროკავშირმა აღიარა [R]

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 18.05.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა და ევროკავშირმის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ისაუბრეს.

ქართული თაფლის კონტროლის სისტემა  ევროკავშირმა აღიარა [R]

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის საუკეთესო თანამშრომლობით მიღწეული შედეგი. ევროკავშირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან და თაფლის მწარმოებლებთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ადილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრების და სრული ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, კერძოდ ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევების შედეგები. შედეგად დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეყვანილი იქნას მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის იმპორტი ნებადართულია.

"ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი უყენებს მაღალ სანიტარულ მოთხოვნებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა. აქამდე ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო ნებადართული, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით. ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა და დარგის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ეს არის ყველაზე ტკბილი სიახლე რაც ოდესმე მითქვამს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.

"მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ძალიან დიდი ქომაგია. მისასალმებელია, რომ საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს. ამ შედეგის მისაღწევად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ქართული თაფლის საექსპორი პოტენციალის გაზრდის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მეფუტკრეობის დარგის განვითარების და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.

ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. მომზადდა და 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა “თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.

თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას, ფალსიფიკაციისგან დაცვას და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირებას. ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები ლატვიაში, ქალაქ რიგაში სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის ინსტიტუტ “BIOR”-ში გააგზავნა. ევროდირექტივების საფუძველზე აღებული ნიმუშების კვლევის მიზანი ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა მესმაე წელის მიმდინარეობს. 2015 წელს გაგზავნილი 104 ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოჩნდა 20 მათგანში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37% შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა [R]
ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]
რა იცვლება თაფლის წარმოებაში
მეფუტკრეებისათვის თაფლის გადამამუშავებელი სახელმწიფო საწარმო აშენდება
ახალციხეში ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს
ქართულმა თაფლმა ევროკავშირის აღიარება მიიღო
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს შეხვდა [R]