FM97.5 / LIVE

ახალციხეში ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

მთავარიეკონომიკა 27.10.2015
„ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობები, პერსპექტიული პროდუქტები, გამოწვევები და წარმატებები“ – ამ თემებზე დღეს, 27 ოქტომბერს ახალციხეში ფერმერებმა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ახალციხეში ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის“ ანალიტიკოსები ახალციხეში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე ესაუბრნენ.

„ჩვენი მიზანი იყო ადგილობრივი ფერმერებისთვის ევროკავშირის ბაზრის პერსპექტივები გაგვეცნო და ამავე დროს მოგვეთხრო იმ წარმატებული მაგალითების შესახებ, რომელიც საქართველოს უკვე აქვს. ევროკავშირის ბაზარზე გასვლა სულაც არ არის მიუღწეველი და არარეალური, ჩვენ კონკრეტული მაგალითები უკვე გვაქვს და ნებისმიერ მეწარმეს, მონდომების შემთხვევაში, ადვილად შეუძლია ამ ბაზარზე გასვლა“, – ამბობს „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის“ ანალიტიკოსი მანანა ვარდიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ბაზარზე თხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების ხუთეულშია. 2011 წელს კი ამავე ბაზარზე მეორე ადგილზეც კი იყო გატეხილი თხილის გულის რაოდენობის მიხედვით.

„გვაქვს სხვა წარმატებული მაგალითებიც, ქართული ღვინო გადის ძალიან წარმატებით, იაგო ბიტარიშვილის „ჩარდახი“, რომელიც ცნობილ ღვინის ბარებსა და რესტორნებში იყიდება. წელს წარმატებული იყო კივი, რომელიც გერმანიაში ცნობილ სავაჭრო ცენტრში იყიდება. თაფლი არის პოტენციური საექსპორტო პროდუქტი, ორი წელია თაფლის სინჯები იგზავნება შესამოწმებლად, ალბათ წელსაც გააგზავნიან, ამის შემდეგ ევროკავშირის მისია დადებს დასკვნას და ვფიქრობთ, რომ 2017 წლიდან თაფლიც გავა ევროკავშირის ბაზარზე და საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს იქ დღეს დამკვიდრებულ თაფლს“, – ამბობს მანანა ვარდიაშვილი.

ახალციხეში ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანონსი: შეხვედრა თემაზე "ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობები"
ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა [R]
რა შემთხვევაში გავა მესხური კარტოფილი ევროპულ ბაზარზე [Video]
ქართული თაფლის კონტროლის სისტემა  ევროკავშირმა აღიარა [R]
რა იცვლება თაფლის წარმოებაში
ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]
კვირის აქცენტი: რამდენად შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარზე მესხური ყველის გატანა [Video]