FM97.5 / LIVE

სად დარგავენ საჩუქრად მიღებულ წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგებს

მთავარისაზოგადოება 18.03.2016
წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის 1265 ნერგი სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა. ნერგები საჯარო სკოლებისა და საბავშო ბაღების სკვერებში დაირგვება.

სად დარგავენ საჩუქრად მიღებულ წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგებს

როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში განმარტავენ, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით გამოყოფილი წიწოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგები მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა რაოდენობით გადანაწილდა.

ნინოწმინდა: 210 არყი, 400 ფიჭვი, 50 ევროპული ნაძვი.
ახალქალაქი: 60 არყი, 70 ფიჭვი, 15 ნაძვი.
ბორჯომი: 160 არყი, 105 ფიჭვი, 50 ევროპული ნაძვი.
ადიგენი: 60 არყი, 70 ფიჭვი, 15 ევროპული ნაძვი.

როდის დაიწყება ნერგების დარგვის პროცესი, ზუსტ თარიღს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში ვერ ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ახალქალაქისა და ნინოწმინდისათვის გამოყოფილი ხე–მცენარეები რამდენიმე კვირით მიწაში დაიფლობა, რადგან იქ არსებული კლიმატური პირობები, ყინვა და სიცივე ამ ეტაპზე დარგვისთვის ხელსაყრელი არ არის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხეები ახალდაბის, ყვიბისის, ტბის, ბაკურიანის, დვირის, ტაძრისისა და წაღვერის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში დაირგვება. ქალაქ ბორჯომში კი ნერგების განაშენიანება ცენტრალურ სკვერში იგეგმება.

კონკრეტული დასახლებები, სადაც ნარგავებს გადაანაწილებენ, არ გამოუყვიათ ადიგენში. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ნერგები თითქმის ყველა სოფლისთვის არის გათვალისწინებული და სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში დაირგვება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის გარდა, წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგები საქართველოს კიდევ 3 რეგიონს: მცხეთა-მთიანეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს გადაეცა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს 1265 ნერგი გადაეცა
ბორჯომში 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო
ახალციხის ტბის მიმდებარედ 70 ძირი ფიჭვი დარგეს
ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ
მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს
შსს-მ სამცხე – ჯავახეთში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები დალუქა
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება