FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2017
აპრილიდან ახალციხეში ხეების გადაბელვა დაიწყება. ასევე, ქალაქში თვითმმართველობა 5000 –ზე მეტი ახალი ძირის დარგვას გეგმავს.

ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

ახალციხის მერია მომავალი თვიდან ხეების ნაწილს გადაბელავს, ნაწილს კი მოჭრის.

„ჯერ უნდა შევისწავლოთ, რომელს სჭირდება გადაბელვა და რომელს მოჭრა. მოჭრილი ხეების ადგილზე კი ახალ ნერგებს დავრგავთ“, – ამბობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

მისი თქმით, ქალაქში 5 000–ზე მეტი ახალი ხე დაირგვება: „მთელ ქალაქს ავითვისებთ. უფრო კონკრეტულად კი ცხრა აპრილის ქუჩის მთელ გაყოლებას, აქ თან სკვერიც კეთდება, ასევე შემოსასვლელში ხიდიდან ბაზართან არსებულ ხიდამდე“.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სხვადასხვა ნერგების შემოტანა განიხილება.

„ფოთლოვანი ნერგები შედარებთ ძვირია წიწვოვანზე. დაახლოებით მეტრნახევრიანი ნერგების შემოტანა გვინდა და მათი ღირებულება 15–დან 20–ლარამდე მერყეობს, თუმცა გააჩნია ნერგებს“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე.

ქალაქის მერი იმედოვნებს, რომ ნერგების დარგივს პროცესში არა მხოლოდ თვითმმართველობის წარმომადგენლები, არამედ მთელი ქალაქი ჩაერთვება.

ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად დარგავენ საჩუქრად მიღებულ წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგებს
ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს
ახალციხეში ხეების გადაბელვა მიმდინარეობს
ახალციხის მერი: ‘ქალაქში შენობებია, რომლებზეც ხეები ამოვიდა უპატონობით’
ვლადიმერ ზედგინიძე: თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება არამართებულია
სკვერი ხეების გარეშე
შეცვლილი საკონკურსო კომისია და შვიდი ვაკანსია მერიაში