FM97.5 / LIVE

მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.05.2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ფოკის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი, ვარძიისა და ხერთვისის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჭაჭკარი და აწყურის ღვთისმშობლის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა, მხარის გუბერნატორთან ერთად, ფარავნისა და საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრების განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, როგორც დაცულ ტერიტორიების ფარგლებში, ისე სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.

„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ სხვადასხვა ობიექტი. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

„მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, - ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მთავრობის წევრებმა, ფოკის დედათა მონასტერს, აქაური კლიმატის გათვალისწინებით, ყინვაგამძლე სახეობის ნერგები, კერძოდ, არყის ხე, ევროპული ნაძვი და ჩრდილოური ფიჭვი გადასცეს საჩუქრად.
მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს

მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფოკის დედათა მონასტერთან და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის  გრანტი გადაეცა
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა [R]