FM97.5 / LIVE

ბორჯომის ‘ეტალონ’ მოსწავლეს გამგეობამ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.03.2016
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ეროვნული მედიაპროექტის „ეტალონის” შესარჩევი კონკურსი გაიმართა. სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით უმაღლესი, 80 ქულა და კონკურსის გამარჯვება გიორგი თოთლაძემ მოიპოვა.

ბორჯომის ‘ეტალონ’ მოსწავლეს გამგეობამ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ეროვნული მედიაპროექტის „ეტალონის” შესარჩევი კონკურსი გუშინ,17 მარტს გაიმართა. კონკურსში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 საჯარო და ერთი კერძო სკოლა მონაწილეობდა.

15 მოსწავლეს შორის 80 ქულით გამარჯვება ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი თოთლაძემ მოიპოვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით, გამარჯვებულ გიორგი თოთლაძეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარი გადაეცემა.

ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების დასასრულს კონკურსის ყველა მონაწილეს სიმბოლური სიგელები გადაეცათ. გარდა ამისა, კონკურსის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას მოთხრობების ქართულ-ინგლისური ვერსიით დაასაჩუქრეს.

შეგახსენებთ, რომ ‘ეტალონმა’ შესარჩევი კონკურსი სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გამართა. გამარჯვებული მოსწავლეები 14 მაისს, თბილისში, სპორტის სასახლეში, საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ.

[ვარლამ წიკლაური, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 'ეტალონის მოსწავლის' ტიტული შოთა იველაშვილმა მოიპოვა
ახალციხის თემში ‘ეტალონის’ გამარჯვებული შოთა გელაშვილი გახდა
ნინოწმინდის 'ეტალონში' სურენ კარაპეტიანმა გაიმარჯვა
‘საქართველოს ეტალონი მოსწავლის’ ტიტულის პრეტენდენტები სამცხე–ჯავახეთიდან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 96 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
ახალციხეში "ეტალონი მოსწავლის" ტიტული ანა მკოიანმა მოიპოვა
ბორჯომში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი  დასრულდა