FM97.5 / LIVE

ახალციხეში "ეტალონი მოსწავლის" ტიტული ანა მკოიანმა მოიპოვა

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.03.2016
ახალციხის საჯარო სკოლებს შორის ეროვნული მედიაპროექტის „ეტალონი”–ს შესარჩევი კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვება N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მკოიანმა მოიპოვა.

ახალციხეში "ეტალონი მოსწავლის" ტიტული ანა მკოიანმა მოიპოვა
"ეტალონის" შესარჩევი კონკურსი გუშინ, 8 მარტს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ერთსაათიანი შეჯიბრის შედეგად გამარჯვება N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მკოიანმა მოიპოვა.

ანა მკოიანი "ეტალონის" ფინალურ შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 14 მაისს, თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კონკურსს გადაცემა "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

„ძლიერი კონკურსანტები აღმოჩნდენენ ახალციხეში, ეს ბავშვები მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებლით გამოირჩევიან, ახალციხე ტრადიციულად მიმართულია არამარტო განათლების , ცოდნის , არამედ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარითაც. პირველად ხდება ეტალონის ისტორიაში, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.“- ამბობს სოციალურ -საგანმანათლებლო მედიაპროექტი ეტალონის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი.

შესარჩევ კონკურსს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები და ახალციხის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„ეტალონის“-წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა ქალაქ ახალციხის მერს გიორგი კოპაძე „ეტალონის“ ქომაგის დიპლომით დააჯილდოვა.

ღონისძიება ქალაქ ახალციხის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ორგანიზებით ჩატარდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 'ეტალონის მოსწავლის' ტიტული შოთა იველაშვილმა მოიპოვა
ახალციხის თემში ‘ეტალონის’ გამარჯვებული შოთა გელაშვილი გახდა
"ეტალონის" ფინალურ ტურში სამცხე–ჯავახეთიდან შვიდი მოსწავლე გადავიდა
ადიგენში „ეტალონის“ გამარჯვებული თამარ ათოშვილია
ნინოწმინდის 'ეტალონში' სურენ კარაპეტიანმა გაიმარჯვა
თაობა მაXიმუმი: ‘ეტალონის’ გამარჯვებულები [Video]
‘საქართველოს ეტალონი მოსწავლის’ ტიტულის პრეტენდენტები სამცხე–ჯავახეთიდან