FM97.5 / LIVE

დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, სამართალი 07.01.2019
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი სასამართლოს რვა იანვარს მიმართავს. მათი მოთხოვნა დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმება და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებაა.

დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. მათი განცხადებით, მოქალაქეთა სახსრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. მათი აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედი სახით საქართველოს კონსტიტუციას რამდენიმე მიმართულებით არღვევს. მათ შორის, პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

მთავრობის ინიციატივით, მოქალაქე თავის პენსიას თვითონ დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება. პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც, ანუ სოციალური პენსიაც. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება კი "ღირსეული სიბერის შექმნას" უკავშირდება.


მთავრობის გეგმის მიხედვით, დაგროვებითი სისტემით მოქალაქემ, საშუალოდ, 400-500-ლარიანი პენსია უნდა მიიღოს.

სამომავლოდ, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული იქნებიან, რომ გარკვეული თანხა საპენსიო ფონდში, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხონ.

საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო შენატანებზე, საპენსიო ფონდის საინვესიტიციო შემოსავალსა და დასაქმების ხანგრძლივობაზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
‘გამოკითხულთა 80% დაგროვებითი საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის’ – NDI
გამოკითხვა:  როგორ აფასებთ დაგროვებითი პენსიის ახალ სისტემას?
საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI
40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ
7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა
სამცხე-ჯავახეთში საპენსიო სისტემა ყველაზე მეტმა ადამიანმა ახალციხეში დატოვა