FM97.5 / LIVE

ბორჯომში ერთმანეთს ‘მაგთის’ მინივენი და სატყეოს ჯიპი შეეჯახა

მთავარისამართალი » შემთხვევა 17.03.2016
ბორჯომში, დაბა ახალდაბასთან, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბორჯომში ერთმანეთს ‘მაგთის’ მინივენი და სატყეოს ჯიპი შეეჯახა
ტელეკომპანია "ბორჯომის" ფოტო

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 17 მარტს, მოხდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, ერთმანეთს "HYUNDAI"-ს მარკის მინივენი და SUZUKI"-ს მარკის ჯიპი შეეჯახა. მინივენი სავარაუდოდ კომპანია "მაგთიკომს" ეკუთვნის და ის თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ჯიპი კი სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის კუთვნილებაა და ის ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მანქანა მათ ეკუთვნოოდათ: "ბორჯომ–ბაკურიანის სატყეო სამსახურის მანქანაა, ერთი თანამშრომელი იყო მანქანაში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, შემოვლაზე იყო. საპირისპიროდ მოძრავი მანქანა მოცურდა და შეეჯახა. ჩვენს თანამშრომელს ალკოჰოლზე ტესტი ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ფხიზელია. დანარჩენს გამოძიება დაადგენს".

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე 4 მამაკაცი დახვდა, 4–ვე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

"ერთ–ერთ მამაკაცს ზედა კიდურის ზედაპირული ტრამვა ჰქონდა და ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არცერთს არ დასჭირდა", – განაცხადა "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სატყეო სამსახურის მანქანა ავარიაში მოყვა
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
ახალციხეში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ადიგენში 56 წლის კაცი სატყეო სამსახურის მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა, დაშავებულია მძღოლი
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაშავდა