FM97.5 / LIVE

დაიწყო რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.03.2016
დღეიდან, 16 მარტის 12:00 საათიდან, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო. მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ (www.naec.gov.ge; online.naec.ge).

დაიწყო რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ელექტრონული ფოსტა;
• მან უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი.

მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 12 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. უკვე რეგისტრირებულებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2016 წლის 2 მაისამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

2016 წლის სიახლეები
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულებას "მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გამოეყო ინფორმაციული ტექნოლოგიები ცალკე მიმართულებად).

ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

დმატებითი ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ, იხილეთ ბმულზე: საერთო სამაგისტრო გამოცდა - რეგისტრაცია

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იწყება რეგისტრაცია მასწავლებლების, სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გავიდა
ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გამოცხადდა
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა
2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება
მასწავლებელთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყო