FM97.5 / LIVE
იწყება რეგისტრაცია მასწავლებლების, სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის

იწყება რეგისტრაცია მასწავლებლების, სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.03.2016
ხვალიდან, 16 მარტიდან მასწავლებლების (პედაგოგობის მსურველთა), საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება.

იწყება რეგისტრაცია მასწავლებლების, სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის

აპლიკანტებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (online.naec.ge; www.naec.gov.ge ).

რეგისტრაცია 12 აპრილს დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულება „მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გაიყო ორ ნაწილად).

ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

სიახლეა მასწავლებელთა (პედაგოგობის მსურველთა) გამოცდებზეც - რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებს, ასევე მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს (პედაგოგობის მსურველებს).

როგორც ცნობილია, 2016 წელს აპლიკანტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს (აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაიწყო რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის
ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გავიდა
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებელთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყო
მასწავლებელთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია სრულდება
ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გამოცხადდა
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო