FM97.5 / LIVE

ქართველები ავღანეთის “ცხელ მიწაზე”

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 12.02.2016
საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრისაგან დაცვაა. მაგრამ, როცა საქართველო ამდენი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დგას, ჩვენი ქვეყნის ათასამდე ჯარისკაცი, შორეულ ავღანეთში, NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მისიას ასრულებს. რა თქმა უნდა, იბადება კითხვა, რა გვინდა ავღანეთში, მაშინ, როდესაც ჩვენ ირგვლივ და ჩვენს რეგიონში ამდენი პრობლემაა და ახალი გამოწვევები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იჩენს თავს.

ქართველები  ავღანეთის “ცხელ მიწაზე”

საქართველო ავღანეთში NATO-ს ეგიდით წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში 2004 წლიდან ჩაერთო. შესრულდა 16 საბატალიონო როტაცია. „ავღანური გამოცდილება“ მიიღო 8000-მდე სამხედრო მოსამსახურემ. სამწუხაროდ, დაიღუპა 31 ჯარისკაცი, ათობით მეომარი კი მძიმედ დაიჭრა.

ავღანეთის სამხედრო მისიამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო მისიებში კოსოვოში (1999 -2008 წ), ერაყში (2003 -2008წ). XXI საუკუნის ამ უმნიშვნელოვანესი კონფლიქტების გადაჭრის დროს, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად, ამაყად ფრიალებდა საქართველოს დროშა. ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდების გადებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.

თანამედროვე გლობალურმა გამოწვევებმა, საერთაშორისო ტერორიზმის აღზევებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ არსებობს „სხვისი ომი”, არ არსებობას “სხვისი პრობლემები”. ტერორისტების უმოწყალო ქმედებებმა, ლტოლვილების მილიონიანმა ნაკადმა ყველას დაანახვა, რამდენად გადაჯაჭვულია დიდი და პატარა ქვეყნების ინტერესები, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება დღევანდელ დღეს.

საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესება, რომლის ახალი ფაზაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით დაიწყო და ყირიმის, აღმოსავლეთ-სამხრეთ უკრაინის და სირიის მოვლენებით გაგრძელდა, საქართველოს რთული არჩევანის წინაშე აყენებს: ის, ან უნდა დაუბრუნდეს აღმოსავლური ტირანიის, ავტორიტარიზმისა და სიღარიბის მოდელს, ან გახდეს დასავლური ცივლიზაციის ნაწილი -გააგრძელოს ბრძოლა ძლიერი, ერთიანი, ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის.

ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ახლა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ დგანან, კვლავ თავიანთ მთავარ ამოცანას ასრულებენ -იქაც საქართველოს მშვიდობას იცავენ. შორეულ ავღანეთში საფუძველი ეყრება ერთობას, რომელიც მომავალში ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება და რაც ასე გვჭირდება. ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, თუ როგორ უნდა აწარმოონ სამხედრო ოპერაციები ახალ რეალობასა და პირობებში. ჩვენი ოფიცრები და სერჟანტები იღრმავებენ ცოდნას იმ ურთულეს ოპერაციებში, რასაც ჰქვია არაკონვენციური ომის წარმოება. სადაც ხიშტების რაოდენობა და საცეცხლე ძალა კი არ წყვეტს ყველაფერს, არამედ, ბრძოლა ადგილობრივი მოსახლეობის „გულის და გონების“ მოსაგებად.

ქართველი ჯარისკაცი ამ ოპერაციებში მხოლოდ მეომარი არ არის. ის საქართველოს ელჩი და წარმომადგენელია. ქართველებმა არაერთხელ დაიმსახურეს მაღალი შეფასება პროფესიონალიზმისა და ეთიკური საქციელისთვის. მათ არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას დაანახვეს, ვინ არის ქართველი ჯარისკაცი, არამედ NATO-ს წევრ ქვეყნებსაც შეუქმნეს წარმოდგენა ჩვენი ჯარის და ქვეყნის შესახებ. NATO-ს ნებისმიერი დონის შეხვედრაზე ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი, რომელზეც დაყრდნობა ნებისმიერი გამოწვევების დროს შეიძლება. ავღანეთის სამხედრო ოპერაციების ქარიშხალში იწვრთნება და იზრდება ქართული ჯარის ოფიცერთა და სერჟანტთა კორპუსის ახალი თაობა -საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვალინდელი დღე. ქართველ ჯარისკაცებს ეს უნიკალური გამოცდილება მთელი სამხედრო კარიერის განმავლობაში გაჰყვება და სამშობლოს დაცვაში დაეხმარება.

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში ყოფნის დროს, ქართულმა ქვედანაყოფებმა „თალიბებთან“ ბრძოლისას, კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს საკუთარ თავსა და მთელ მსოფლიოს, რა არის თავდადება და სიმამაცე. დაიმსახურეს ქება არა მხოლოდ კოალიციის წევრი პარტნიორებისგან, არამედ მტრისგანაც. რადიოგადაჭერების დროს ხშირად ისმოდა როგორ აფრთხილებდნენ „თალიბები“ ერთმანეთს „სადაც ქართველები დგანან, იმ ტერიტორიებს მოერიდეთ, იქ ვერ გახვალთ!“

ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დროს 31 ქართველი მეომარი დაიღუპა. ისინი იმ ქართველი გმირების განუყოფელ ნაწილად იქცნენ, რომლებიც შორეული დროიდან დღემდე იცავდნენ და ეწირებოდნენ საქართველოს თავისუფლებას. მათი გმირობა ტოლფასია ჩვენი იუნკრების გმირობისა, ვინც 1921 წელს კოჯორში თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. საქართველოს დღევანდელმა შეიარაღებულმა ძალებმა წინაპრებისგან მიიღო ესტაფეტა, რათა შეინარჩუნოს და დაიცვას საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.


ავტორი: პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში
მითები NATO-ს შესახებ
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
მითები NATO-ს შესახებ [R]
ქართულ ჯარს 26 წელი შეუსრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]