FM97.5 / LIVE

კაპიტანი ეროვნული გვარდიიდან

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 12.02.2016
-გენერალმა მოგიკითხათ.
-ძალიან დიდი მადლობა გადაეცით - მიპასუხა და კმაყოფილს ოდნავ გაეღიმა. შევატყვე, ძალიან გაუხარდა.
გვარდიის გენერალ ლევან გამყრელიძის მოკითხვა ბიჭებს მალევე გადასცა...

კაპიტანი ეროვნული გვარდიიდან
საქართველოს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების მეორე ოცეულის მეთაური 39 წლის კაპიტანი, თენგიზ თეთრაშვილია. დინჯი, გაწონასწორებული, მკაცრი გამომეტყველებით და სპორტული აღნაგობით. მოხდენილად ატარებს სამხედრო ფორმას...
ისეთია, ჩვენში რომ იტყვიან, ჯიგრიანი, ჯიშიანი... მშვიდი და აუღელვებელი. იშვიათად და ძალიან ცოტას ლაპარაკობს. ენაწყლიანი თანამოსაუბრის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, მაგრამ ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას საუბრის პირველივე წუთიდან ახერხებს. ხვდები, რომ ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ.

ერთმანეთი ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე გავიცანით. თანამებრძოლ გვარდიელებთან ერთად სწრაფი რეაგირების ჯგუფშია. გვარდიელებს ბაგრამზე გარე სწრაფებს ეძახიან. ბაზის პერიმეტრის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს და ამოცანას პირნათლად ასრულებენ. ამოცანა იოლი ნამდვილად არ არის. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პარტნიორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე იხსნეს.
ეს ინტერვიუ კი მორიგ დავალებაზე (შემოვლა, როგორც თავად ეძახიან) გასვლის წინ ჩავწერეთ.კაპიტან თენგიზ თეთრაშვილს ვთხოვე, რამდენიმე წუთი დაეთმო.

თენგიზ თეთრაშვილი: სკოლა სოფელ დიღომში დავამთავრე 1996 წელს. შემდეგ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი -2001 წელს. სავალდებულო სამსახური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში გავიარე 1999 წელს - მოტოსამანევრო ქვედანაყოფში. ორი წელი, 2003-2005 შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში ვიმსახურე. მას შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობ... სხვადასხვა თანამდებობაზე... მყავს მშობლები, ერთი ძმა, მეუღლე და 7 წლის გოგო.

-სამხედრო სამსახური რატომ აირჩიე, წინაპირობები ჰქონდა ამ ნაბიჯს?

-სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ გეგმა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ჩემს დარჩენას არ ითვალისწინებდა 180 გრადუსით უნდა შემომებრუნებინა. უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა ქვეყნისა და საკუთარი ხალხის სამსახური. გამიჭირდება ახსნა, რას განიცდი ამ დროს, მაგრამ დამიჯერეთ, სავალდებულოს შემდეგ ეს ნაბიჯი არ გამჭირვებია... მშობლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს გადაწყვეტილებას. დროც ისეთი იყო... შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ქვეყნის მოქალაქემ არ უნდა გამოტოვოს ეს ეტაპი, იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა სამხედრო სამსახურში... ბავშვობაში ჩემს წარმოდგენებში, ხშირად დამინახავს საკუთარი თავი სამხედრო ფორმაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ოცნება, რომელიც ამისრულდა. ახლა საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ღირსეულად ვიარო ამ მეტად საპასუხისმგებლო გზაზე.

-როგორ შეაფასეს შენი გადაწყვეტილება მეგობრებმა?

-მეგობრების ნაწილი ჩემს ნაბიჯს დადებითად შეხვდა. რამდენიმეს ჰქონდა კითხვები, მაგრამ დღეს ყველა ხვდება ჩემი გადაწყვეტილების სიმტკიცეს... აქ ვიპოვე ჩემი თავი, აქ დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში და მხოლოდ მე არა, ზოგადად, ჯარი არის ასეთი ადგილი...

-გვარდიაში როგორ მოხვდი?

-საქართველოს ეროვნულ გვარდიაში 2010 წლის დასაწყისიდან ვმსახურობ... 2011 წელს გამიშვეს (ეღიმება)... 2013 დავბრუნდი. უკვე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა გვარდიაში. დღეს თავს ჯარისკაცად ვგრძნობ... ზოგადად, ეროვნული გვარდიის ისტორია რად ღირს?! გზა საბჭოთა იმპერიიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. თითქმის არ არსებობს კონფლიქტი, რომელმაც ეროვნული გვარდიის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. ეროვნული გვარდიის ბრძოლების მატიანე არის მატიანე ქართული საზოგადოების მრავალი თაობის ძალიან ნათელი არჩევანისა -დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. ეს არის დიდი ისტორია, ერთი დიდი ოჯახი...

-ავღანეთში როგორ მოხვდი?

-ჩემი სურვილი და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დაემთხვა. აქ ერთ-ერთი სერიოზული მისიის შესრულება გვაქვს დავალებული. ჩვენი პარტნიორების -ამერიკელების, ჩეხების თუ სხვა ქვედანაყოფების დახმარება, რომლებიც ბაზა ბაგრამზე იმყოფებიან... დაჭრილების ევაკუაცია და სხვა ნებისმიერი სახის ჩართულობა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება.

-შენს თანამებრძოლებზე მომიყევი...

-რაც შეეხება ჩემს თანამებრძოლებს, ჩემი ოცეულის ჯარისკაცებს, ჩემს მეგობრებს. ესენი არიან ბიჭები, რომლებსაც ვეყრდნობი და ყოველთვის მექნება მათი იმედი ბრძოლის ველზე. მათ ჩემს სიცოცხლეს ვანდობ. ეს ბედნიერებაა ჯარისკაცისთვის... ყველამ ზედმიწევნით ზუსტად იცის საკუთარი საქმე. ღირსეული ჯარისკაცები არიან. ჯერ არ ყოფილა ამოცანა, ვერ შეესრულებინოთ ან შესრულებაზე უარი ეთქვათ. პირიქით, როდესაც ერთი ჯგუფი დავალების შესასრულებლადაა, “დამსვენებელი ჯგუფი” ყოველთვის ითხოვს, რომ დასახმარებლად გაუშვან. აქ ბევრი რამ ვისწავლეთ, ერთმანეთი ხელახლა აღმოვაჩინეთ, ერთმანეთი შევიძინეთ. დავაგროვეთ დიდი გამოცდილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ.

-რა უხარიათ და რა სწყინთ ჯარისკაცებს ყველაზე მეტად და ადვილად?

-რთული შეკითხვაა. არის ასეთი შეფასება კარგი მებრძოლია. ჯარისკაცისთვის ეს, ალბათ, ყველაზე დიდი მოტივაციაა... ისე, ცოტა გვწყინს და ცოტა გვიხარია...

-გსურს, რამე დაამატო იმ ყველაფერს, რაც უკვე გვითხარი?

-ჩვენს დასაცავს, ჩვენს საომარს არავინ იომებს... ყველას ჩვენი წვლილი გვაქვს ქვეყნის დაცვის საქმეში.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge


(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება
გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!
პაატა  ჯიბუტი: 'მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის იბრძოდა და ვინც ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა'
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
დავით ჩილინგარაშვილი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის სამხედრო Covid 19-თან ბრძოლაში
 'ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის' [R]
'სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის'