FM97.5 / LIVE

თამარ სანიკიძე: მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.03.2016
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, თუმცა უკეთესის მოლოდინი არც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა წლებია არსებობს.

თამარ სანიკიძე: მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო

თამარ სანიკიძის თქმით, სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა. შეიქმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელს თანაბრად ექნება საშუალება, საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პირველად 2016 წლის ზამთარში ჩატარდა ტესტირება: "უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, ჩააბარონ ტესტი".

მისივე თქმით, გამოცდების შედეგები შეისწავლეს და საკმაოდ ბევრია იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებსაც დააკლდათ ნახევარი ან ერთი ქულა: „ისინი პოტენციურად შემდეგ გამოცდებზე ჩაბარების კანდიდატები არიან".

მინისტრის თქმით, სახელმწიფომ უკვე მოძებნა გამოსავალი, გაუკეთა ორგანიზება და კოორდინირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ დონორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს: „ვიცით, რომ მილენიუმის კომპაქტის ერთ-ერთი კომპონენტი - 16 მლნ მიმართულია სწორედ მასწავლებელთა განათლების ხელშეწყობაზე, ასევე დაგეგმილია ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სიახლის შემდეგ შედეგები მეორე დღეს არ დგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ მასწავლებელების მხარდაჭერას, რომ მათ სამი წლის განმავლობაში უპასუხონ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფომ დაუსახა".

მინისტრის თქმით, სწორია სტატისტიკა, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არსებობს.

"მასწავლებლები სხვადასხვა მიმართულებით გადიან სხვადასხვა შედეგებს. მაგალითისთვის გეტყვით საკლასო დაკვირვების შესახებ, სადაც პედაგოგებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ. ეს რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული, რამდენად შეუძლია მასწავლებელს დაადასტუროს თავისი ცოდნა იმ ფორმატით, რასაც ტესტით ვთავაზობთ, რამდენად მორგებულია და ადაპტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ა.შ. ეს პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ ბევრი წლის წინ დაიწყო, მხოლოდ შარშანწინ მოხდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად იმ სისტემის შეთავაზება, რომლითაც უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა. ეს რომ ხუთი წლის წინ დაწყებულიყო, სხვა შედეგი გვექნებოდა. შედეგები გარკვეულ პერიოდში გვექნება და არც თუ ისე შორს", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, "ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, მასწავლებელთა 83%–მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ გაუჭირდათ პედაგოგებს გამოცდებზე ბარიერის გადალახვა [Video]

დღეს მათემატიკის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია
ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა
დღეს ქართულისა და  ქიმიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება
პედაგოგთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით