FM97.5 / LIVE

ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 27.07.2017
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების გამოცდაში, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების დაახლოებით 15%-მა ვერ გადალახა.

ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა

„აღმოჩნდა, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტები. მესამე ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა იქნება 21. ყველა დანარჩენი ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა 24 და მეტია. დაახლოებით 15%-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. ამ რაოდენობის აბიტურიენტებმა ვერ მოახერხეს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ზოგად უნარებში წინა წლებშიც. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, უფრო უკეთესი შედეგები გვქონოდა“, - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დღეიდან დაიწყო. დღეს 12:00 საათზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგი გამოქვეყნდა. აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ შედეგთან ერთად გაეცნონ საკუთარ ნაშრომებსაც. ორშაბათიდან, ეტაპობრივად, სხვა გამოცდების შედეგებიც გამოქვეყნდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ნაწილი გამოაკლდა იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. საბოლოოდ, გამოცდებში დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილი იყო საქართველოს ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი იყო, – თბილისში ათი საგამოცდო ცენტრია გახსნილი, ქუთაისში - სამი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება
უცხო ენების და მათემატიკის გამოცდის პასუხები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ზოგადი უნარების გამოცდაში 6 000–მდე აბიტურიენტი ჩაიჭრა
დღეს, 12:00 საათზე ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდება
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია