FM97.5 / LIVE

ხმაური ახალციხის საკრებულოში

მთავარიპოლიტიკა 06.12.2012
სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს მუნიციპალიტეტის გამგებლად ბესიკ ხითარიშვილის დანიშვნას აიძულებენ

ხმაური ახალციხის საკრებულოში
ამის შესახებ მან ”სამხრეთის კარიბჭეს” სატელეფონო საუბარში თავისივე ინიციატივით აცნობა.

”მაქვს ინფორმაცია, რომ ამ წუთებში ოლეგ სანდროშვილთან შესულია 20-კაციანი ჯგუფი და აიძულებენ, რომ დანიშნოს ბესიკ ხითარიშვილი. ისიც ვიცი, რომ ოლეგ სანდროშვილი ითვალისწინებს ახალციხელების აზრს, და ამიტომ არ უნდა ხითარიშვილის დანიშვნა”, - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა.

ამირეჯიბი თავად ახალციხეში არ იმყოფება. კითხვაზე, საიდან აქვს მას მსგავსი ინფორმაცია, ამირეჯიბი აცხადებს, რომ ყოველწუთში აქვს სატელეფონო კავშირი ქალაქთან, როგორც ხალხთან, ასევე შიგნით, საკრებულოსთანაც.

ბესიკ ხითარიშვილი ამირეჯიბის მტკიცებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ, ბრალდებებისთვის, სასამართლოში საჩივარს შეიტანს.

ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც გამგებელს აირჩევენ, დღეს 15:00 საათზეა დაგეგმილი. ამ წუთებში საკრებულოში იმყოფება ”სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტი. საკრებულოში სხდომა ჯერ არ დაწყებულა. ოლეგ სანდროშვილის კაბინეტში ამ წუთებში ნამდვილად იმყოფებიან მოქალაქეები, თუმცა, შეხვედრა დახურულია, ამდენად ვინ იმყოფებიან კაბინეტში ჩვენთვის უცნობია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ხმაურიანი ვაკანსია
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე
რატომ აქტიურობს ლაშა ამირეჯიბი ახალციხის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"
ლაშა ამირეჯიბი: შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში ვითარება დაიძაბოს
ლაშა ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწედ ინიშნება