FM97.5 / LIVE

ლაშა ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწედ ინიშნება

მთავარიპოლიტიკა 16.01.2014
‘სამცხე-ჯავახეთში ვანო მერაბიშვილის ფაქტორით გამოწვეული შიშის’ გაქარწყლებას ლაშა ამირეჯიბი იმ ციხიდან აპირებს, რომლის აშენებაც ასევე ვანო მერაბიშვილის სახელთანაა დაკავშირებული.

ლაშა ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწედ ინიშნება
ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, „სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის გუჯა ბიჭაშვილის თანაშემწედ ინიშინება.

„ვინიშნები თანაშემწედ კულტურის დარგში, რაღაც საბუთები მაკლია და ახლა მათ ვაგროვებ. ნაწილობრივ შევუდექი კიდეც ჩემი მოვალეობის შესრულებას“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამირეჯიბმა.

მას დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია: „ასევე დავამთავრე ირუდიული ფაკულტეტიც. ვმუშაობდი მოქანდაკეებთან ერთად, ასევე ვმუშაობდი მუზეუმშიც“.

იგი თბილისიდან ახალციხეში დასაქმების მიზეზს ასე ხსნის: „სამცხე-ჯავახეთი საქართველოში ყველაზე მძიმე რეგიონია, რადგან ის წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის რეგიონად ითვლებოდა. სამცხე-ჯავახეთიდან უნდა დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა საქართველოში“.

კითხვაზე - როგორ ხედავს საკუთარ როლს ამ პროცესში, გვპასუხობს: „ხალხს აღარ უნდა ჰქონდეს იმისი შიში, რომ ვანო მერაბიშვილი, მესხელი და მათნაირი ადამიანები კიდევ შეაწუხებენ რეგიონს. ადამიანებმა უნდა იცხოვრონ თავისუფლად და ბედნიერად. ჩემი მხრიდან რასაც შევძლებ, იმით დავეხმარები თქვენს რეგიონს. მერაბიშვილის შიში უნდა გავაქროთ სამცხე-ჯავახეთში“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვას, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში მის სურვილთან ის, რომ ახალციხის ციხის აშენება სწორედ მერაბიშვილის სახელს უკავშირდება, ასე პასუხობს: „ციხე ხალხის ფულით, ბიუჯეტში შესული თანხებითაა აშენებული. ის მერაბიშვილს საკთარი ფულით არ აუშენებია. უფრო მეტიც, ეს ციხე პატიოსანი, ნამუსიანი ხალხისთვის წართმეული ფულით ააშენეს“.

სამომავლოდ ამირეჯიბი ციხეზე ცნობილი მოქანდაკეების გამოფენების, ახალგაზრდა პოეტების, მწერლების საღამოების, ასევე წიგნების პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების მოწყობას გეგმავს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით კულტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშავებს. თუმცა, ამ ყველაფრის განსახორციელებლად ახალციხეში იმუშავებს თუ თბილისში დარჩება და ღონისძიებების მოწყობას იქიდან დაგეგმავს, ჯერ გარკვეული არ არის.

„რომ ჩამოვალ, ხელმძღვანელობასთან ერთად გადავწყვეტ მანდ ვიცხოვრებ თუ თბილისში ვიქნები. თუ საჭიროდ ჩათვლიან, ყოველდღე მანდ ვიქნები“, - ამბობს ამირეჯიბი.

ახალციხის ციხეში ხელშეკრულებითაა თუ არა აყვანილი და დაიწერა თუ არა უკვე მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება „სამხრეთის კარიბჭემ“ ამ დრომდე ვერ გაარკვია. ახალციხის ციხის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გასაკეთებლად ვერ იცლის. დღეს, 16 იანვარს „სამხრეთის კარიბჭე“ ციხის კანცელარიაშიც არ შეუშვეს. როგორც დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, კანცელარიის თანამშრომელი დღეს სამსახურიდან გათავისუფლებულია, ბიჭაშვილს კი სტუმრები ჰყავს და ქალაქშია გასული. თუმცა, ციხეში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ციხის დირექტორმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თათბირი ჰქონდა და კომენტარის გასაკეთებლად ამიტომ არ ეცალა. ამ წუთამდე კი იგი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ამირეჯიბი ახლაციხეში აქტიურად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მუნიციპალიტეტში გამგებლების შერჩევა დაიწყო. მაშინ იგი ბესო ხითარიშვილის გამგებლად დანიშვნას აპროტესტებდა და მას „მერაბიშვილის ხელის კაცს“ უწოდებდა. ამირეჯიბი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ამჟამინდელ შემსრულებელს ბესიკ ბლიაძეს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ „ბლიაძე კარგი ქართველი, წესიერი კაცია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიტიკა კულტურის ნაცვლად
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ლაშა ამირეჯიბი: შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში ვითარება დაიძაბოს
რატომ აქტიურობს ლაშა ამირეჯიბი ახალციხის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ხმაური ახალციხის საკრებულოში
ლაშა ამირეჯიბი: გუბერნატორებად პოლიციელებს ნიშნავენ
ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'