FM97.5 / LIVE

ხმაურიანი ვაკანსია

მთავარიპოლიტიკა 05.12.2012
სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად უშიშროების ყოფილ თანამშრომელს ბესიკ ხითარიშვილს ნიშნავენ. თუმცა, ამ ინფორმაციას არც ხითარიშვილი ადასტურებს და არც საკრებულოს თავმჯდომარე

ხმაურიანი ვაკანსია
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი 22 ნოემბრიდან ვაკანტურია. ამ დროისთვის საკრებულოს ბიუროში 11 განცხადებაა შესული. გამგებლის პოზიციაზე პრეტენზიას შემდეგი კანდიდატები გამოთქვამენ: ბესიკ ბლიაძე, თამარ გოგოლაძე, ჯიმშერ გოგოლაური, დავით სამსონიძე, იოსებ მარტინენკო, ზაზა ხუციშვილი, რომან გოგოლაური, ნელი ღონღაძე, ბესიკ ხითარიშვილი, შალვა გოგოლაძე და ოლეგი ძოწენიძე.

სახალხო კრების წევრის ლაშა ამირეჯიბის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად ბესიკ ხითარიშვილს ნიშნავენ, რომელიც 2004-2008 წლებში შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსი იყო. ამ განყოფილების საქმე კი ფარული, ვიდეო-აუდიო და საფოსტო გზავნილების გაკონტროლება იყო.

„რატომ ნიშნავენ კუდის თანამშრომლებს, გურამ დონაძის მეგობარს და ამირან მესხელის პროტეჟეს, ჩემთვის გაურკვეველია. ამიტომაც, მივმართავ მოსახლეობას, არ დაუშვან ასეთი კადრები ხელისუფლებაში“, - განუცხადა ამირეჯიბმა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო საუბარში.

მისივე მტკიცებით, ხითარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის პროტეჟეა. ხვედელიძე წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებაში“ რეგიონალური სამსახურის უფროსი იყო და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია: „მისი ძმა, გია ხვედელიძე რომ ჩარეულია, ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა. ძალიან უნდა, რომ ეს კაცი დაინიშნოს. ბიძინა ივანიშვილი არ არის საქმის კურსში და გარწმუნებთ, რომ აუცილებლად გაიგებს ამას“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი გამგებლის ვინაობას არ აკონკრეტებს. მისი განცხადებით, გამგებლის პოსტზე 11 განცხადებაა შესული: "ვინ იქნება გამგებელი სხდომაზე გაიგებთ".

ამირეჯიბის მტკიცებას კატეგორიულად უარყოფს თავად ბესიკ ხითარიშვილიც: „მე ისეთივე პრივილეგიებით ვსარგებლობ, როგორც დანარჩენი კანდიდატები. საკრებულოს გადასაწყვეტია ვინ იქნება მუნიციპალიტეტის გამგებელი“.

ხითარიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმ მოსაზრებასაც, რომ იგი ხვედელიძის კადრია. „სრული სიცრუეა“, - აცხადებს იგი.

ბოლო ინფორმაციით, საკრებულოს სხდომა ხვალისთვისაა დანიშნული.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს გამგებელი ისევ არ ჰყავს
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ხმაური ახალციხის საკრებულოში
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებელი იცვლება
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე
გამგებელი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს
 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა