FM97.5 / LIVE

პრემიერ–მინისტრი ბორის თათეშვილის საამქროში

მთავარიეკონომიკა 05.03.2016
სამცხე-ჯავახეთში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეს, ბორის თათეშვილს ეწვია და მისი საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა.

პრემიერ–მინისტრი ბორის თათეშვილის საამქროში

მეწარმემ პრემიერს მეტალისა და ხის დამუშავების წესები გააცნო და განუმარტა, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეიძინა ვერტიკალური საბურღი აპარატი, მიკროსკოპი, ლენტური სახერხი მანქანა, რომელთა წყალობითაც გააუმჯობესა სადურგლო და საიუველირო საქმიანობა.

"ამ დაფინასებით 5 წლით წინ წავიწიე. ჩემი თანხა ჩავდე ბიზნესში 1.500 ლარამდე, ხოლო სახელმწიფომ 5.000 ლარით დამაფინანსა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“, – განაცხადა მცირე მეწარმემ.

შეგახსენებთ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ინიციატივა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. 15 თებერვლიდან პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 31 მარტს დასრულდება. პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, მეწარმეთა მხარდაჭერას, რეგიონული ბაზრების განვითარებას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად. სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში შერჩეულია ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ასოციაცია“.

პრემიერ–მინისტრი ბორის თათეშვილის საამქროში

პრემიერ–მინისტრი ბორის თათეშვილის საამქროში

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება
‘ეს არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში’