FM97.5 / LIVE

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

მთავარისაზოგადოება 28.02.2016
'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში! მეტი ქალი პარლამენტში!'- ამ სლოგანით ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა ახალციხის აგრარულ ბაზარში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრსა და ტაქსისტების გაჩერების ადგილებში, საინფორმაციო აქცია გამართა.

გენდერული თანასწორობისათვის ჟურნალისტთა ქსელის წევრებმა და დამწყებმა ჟურნალისტებმა ადგილობრივებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და ქალების პოლიტიკაში ჩართვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo] მსგავსი აქცია-კამპანია საქართველოს რვა რეგიონის რვა ქალაქის: თელავის, რუსთავის, გორის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ბათუმის დიდ ბაზრებსა და ბაზრობებზე მასშტაბურად იმართება. აქცია ეწყობა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ და „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის“ ორგანიზებითა და ბრიტანული ორგანიზაცია “ოქსფამის” მხარდაჭერით.


'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo] კამპანიის მიზანია, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ საუბრები გასცდეს შენობებს და დისკუსიაში ჩაერთოს ფართო საზოგადოება – ადამიანები რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ სხვადასხვა კონფერენციებს, ტრენინგებს, საჯარო განხილვებს და ღონისძიებებს.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18–ია ქალი (12%). ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით და 185 ქვეყანას შორის 115–ე ადგილზეა.


'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo] საკრებულოებში არჩეულ 2083 წევრს შორის, ქალი მხოლოდ 246–ია (11.8%). თელავის, წალკის, ასპინძისა და ფოთის საკრებულოებში არც ერთი ქალი დეპუტატი არ არის. 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებელია ქალი. არც ერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი არ არის. მაშინ, როდესაც ქვეყნის ამომრჩეველთა 53% არის ქალი.

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo] "თუ გვსურს, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს და უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ, მაშინ ქვყნის მართვაში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა – ქალებმა. იმ ქვეყნებში, სადაც ქალები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილების მირების პროცესში, უფრო სწრაფად ვითარდება დემოკრატიაც და ეკონომიკაც", – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ამავე კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში საინფორმაციო სტიკერებიც გაიკრა, სლოგანით: "აირჩიე სწორი გზა, მიეცი შენი ხმა ქალს"

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად
'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]
‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში