FM97.5 / LIVE

აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად

მთავარისაზოგადოება 27.11.2015
27 ნოემბერს, 13:00 საათზე ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ საქართველოს 8 ქალაქში გამართავს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერ აქციას „აირჩიე თანასწორობა!

აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად

თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში გენდერის მედიაცენტრების წარმომადგენლები მოსახლეობას საინფორმაციო მასალებს დაურიგებენ და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და უზრუნველყოფის მექანიზმებს გააცნობენ.

ღონისძიებები ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და ხალხმრავალ ადგილებში გაიმართება. გენდერის მედია ცენტრების წარმომადგენლების გარდა, აქციაში ჩაერთვებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 ქალი (12%) და ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით. საკრებულოებში არჩეულ 2083 წევრს შორის, ქალი მხოლოდ 246–ა (11.8%). თელავის, წალკის, ასპინძისა და ფოთის საკრებულოებშიკი არც ერთი ქალი დეპუტატი არ არის. 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებელია ქალი. არც ერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი არ არის.

„მაშინ, როდესაც ქვეყნის ამომრჩეველთა 53% არის ქალი, ეს ყველაფერი იწვევს უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]
'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში არჩეული ქალების რაოდენობა 9%–დან 12%–მდე გაიზარდა
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
იწყება კამპანია  – 'კაცები ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისათვის'