FM97.5 / LIVE

'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]

მთავარისაზოგადოება 27.11.2015
დევიზით – 'აირჩიე თანასწორობა', ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ახალციხეში საინფორმაციო აქცია გამართა.

'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერი აქცია, 27 ნოემბერს, 13:00 საათზე, ერთდროულად გაიმართა საქართველოს 8 ქალაქში: თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში.

8–ვე ქალაქში გენდერის მედიაცენტრების წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო მასალები დაურიგეს და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობასა და უზრუნველყოფის მექანიზმებზე ესაუბრნენ.

ღონისძიებები ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და ხალხმრავალ ადგილებში გაიმართა.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ახალციხის ცენტრალურ პარკში საინფორმაციო ბუკლეტები ახალციხის გენდერული კლუბის წევრებთან ერთად დაარიგა.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18–ია ქალი (12%) და ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით. საკრებულოებში არჩეულ 2083 წევრს შორის, ქალი მხოლოდ 246–ია (11.8%). თელავის, წალკის, ასპინძისა და ფოთის საკრებულოებშიკი არც ერთი ქალი დეპუტატი არ არის. 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებელია ქალი. არც ერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი არ არის.

„მაშინ, როდესაც ქვეყნის ამომრჩეველთა 53% არის ქალი, ეს ყველაფერი იწვევს უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]

'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]

'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]

'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად
'მხარი დაუჭირეთ ქალებს პოლიტიკაში!' – აქციები ახალციხეში [Photo]

‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
8 მარტს ახალციხე ქალების უფლებებისთვის მსვლელობას შეუერთდება
იწყება კამპანია  – 'კაცები ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისათვის'