FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა

მთავარისაზოგადოება 03.03.2016
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა.

ომბუდსმენი: საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დედის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს, რომელიც პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა. განუზომელია დედების წვლილი მომავალი თაობების აღზრდა–განვითარებაში და მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ეს თანაბარი პასუხისმგებლობაა როგორც მშობლების, ასევე სახელმწიფოსათვის.

სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული საჭიროებები დედებს გააჩნიათ, რომელთაც სტერეოტიპული შეხედულებებისა თუ მავნე პრაქტიკების გამო, ხშირად მარტოს უწევთ შვილების აღზრდაზე ზრუნვა.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველოში უამრავი დედაა, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას და გამართულ სოციალურ სერვისებს. სწორედ ამიტომ მსურს ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო დედებს, რომლებიც თავისი ღვაწლის მიუხედავად არ მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, თვითდასაქმებულ და მიგრანტ დედებს, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქვთ ქცეული შვილებზე ზრუნვა, თუმცა ხშირად რჩებიან ყურადღების გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებსა და განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ არამეგობრულ სერვისებთან შეხვედრა. პატიმარ დედებს, რომელთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას და შვილებთან ურთიერთობას ხშირად ხელს უშლის არსებული სტიგმა და ბარიერები.

სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მშობლების საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების არარსებობა განაპირობებს ქალის როლის მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციამდე დაყვანას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ქალთა მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობისათვის, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირების მიზნით.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქცევს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ყველაზე დიდი საჩუქარი და მილოცვაა თითოეული ადამიანისთვის", – ნათქვამია სახლახო დამცველის განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
ომბუდსმენი: რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირები ცხოვრობენ, უკეთესობისკენ არ იცვლება
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა
ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა