FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2017
საქართველოში დღის წესრიგში დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების კამპანიები. წლევანდელი საინფორმაციო კამპანია, რომლის თემაა – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს მოსმენილ იქნას მათი ხმა, გავლენა იქონიონ სახელმწიფოს პოლიტიკასა და ქმედებებზე, სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ადრეული ასაკიდან იზრუნოს ამ პირთა უფლებების რეალიზებისთვის, მათთვის საჭირო მომსახურების შექმნასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაწვდომობაზე.

"საქართველოში დღის წესრიგში დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა თუ სხვა სერვისში მყოფი პირები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხმა თანდათან უფრო ძლიერად ისმის, ნაკლებია სახელმწიფოს შემხვედრი ძალისხმევა მათი საჭიროებების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად", – ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფოს ამ დღესთან დაკავშირებით მისი როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას და მოუწოდებს, უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა. სათანადო ღონისძიებების განხორციელებით, სხვების თანასწორად უზრუნველყოს მათი ჩართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
ომბუდსმენი: რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირები ცხოვრობენ, უკეთესობისკენ არ იცვლება
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს