FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირები ცხოვრობენ, უკეთესობისკენ არ იცვლება

მთავარისაზოგადოება 21.03.2016
უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს სრული ძალისხმევა მიმართოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის უზრუნველსაყოფად.

ომბუდსმენი: რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირები ცხოვრობენ, უკეთესობისკენ არ იცვლება

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად უფრო ძლიერად გვესმის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების ხმა. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კამპანიების მასშტაბების ზრდა, თუმცა რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს უწევთ ცხოვრება, სამწუხაროდ, უკეთესობისკენ არ იცვლება.

„სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირების მხრიდან, ნაკლები მიმღებლობა, დისკრიმინაცია და გარიყვა, სტიგმისშემცველი გარემო ერთიანობაში ქმნის საზოგადოებას, სადაც ინკლუზიის შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად ექმნებათ ბარიერები საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიღების დროს, როგორიცაა: ადრეული სამედიცინო კვლევა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი ჩარევა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება სწავლების ყველა საფეხურზე, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრება“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი და ეფექტური ნაბიჯები აღნიშნული პრობლემების დაძლევისთვის. ერთის მხრივ – დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება, ხოლო მეორეს მხრივ – ეფექტური კამპანიების, პროგრამების, ადეკვატური სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და უფლებადარღვევის ფაქტების პრევენციული ღონისძიებების დანერგვა უზრუნველყოფს თანაბარი და ინკლუზიური გარემოს შექმნას: „მხოლოდ ასეთ გარემოშია შესაძლებელი დაუნის სინდრომის მქონე დღევანდელი ბავშვის და მომავალი ზრდასრულის ღირსეულად და დამოუკიდებლად ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანასწორად ჩართვა“.

სახალხო დამცველი საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მისი როლი და პასუხისმგებლობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემოს მშენებლობის, მათი ღირსებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. მისივე განცხადების მიხედვით, პასუხისმგებლობის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების ორგანოების თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისთვის.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, უმთავრესად სახელმწიფოს, საკუთარი ქმედებებით თუ უმოქმედობით არ შეუწყოს ხელი არსებული სტერეოტიპებისა და მანკიერი დამოკიდებულების გაძლიერებას და სრული ძალისხმევა მიმართოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის უზრუნველსაყოფად“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ დღის დაწესება უმთავრესად საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება. 2016 წელს ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით: „ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა”, რაც დღევანდელი ბავშვისა და მომავალი ზრდასრულისთვის ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა