FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს

მთავარისაზოგადოება 25.11.2013
საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება მხოლოდ სექტორთა შორის თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
ამავე დროს, სახლხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გატარდეს ყველა სათანადო ღონისძიება გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისა და დაზარალებულთა დაცვისათვის; გაძლიერდეს დაცვის ღონისძიებები, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში; ქალთა სქესის ნიშნით შევიწროების პრევენციისათვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს უსაფრთხოების დაცვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და ქუჩებში; გამოძიებისა და საქმის წარმოების ყველა ეტაპზე ქალთა შევიწროების, თუ სხვა ტიპის ძალადობის ფაქტები განხილული იქნას როგორც გენდერული ძალადობა და მათზე სათანადო რეაგირება მოხდეს.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წელს სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის რეგულარულ უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის. აღნიშნული ინიციატივით სახალხო დამცველის აპარატი პირველი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელმაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე სტრუქტურული ერთეულის შექმნა უზრუნველყო.

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც 25 ნოემბრიდან, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღიდან იწყება, საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისა და USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ერთობლივი ორგანიზებით თემაზე „გენდერის ძირითადი საკითხები და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოს 10 ტერიტორიულ ერთეულში ტრენინგების ჩატარებაა დაგეგმილი.

"სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში. მიუხედავად საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილებისა, კვლავ მაღალია ოჯახში ძალადობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ, არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

2012 წელს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს რათა მომხდარიყო ევროპის საბჭოს 2011 წლის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (სტამბულის კონვენცია) დროული რატიფიკაცია. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კონვენციის რატიფიცირებისათვის.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, სრულიად მსოფლიო აღნიშნავს. ნიშანდობლივია, რომ ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს
სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა
ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველის აპარატი  განახორციელებს
გოგონა დაიბადა – გამოფენა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ