FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 03.04.2018
ახალციხის მერიის თანამშრომლებს ემზარ მღებრიშვილს, მიხეილ ვარდიძესა და ბესარიონ მიქელაძეს ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს.

ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხის სამ სოფელში ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში, სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით პასუხისგებაში სამი საჯარო მოხელე მისცეს.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული პროექტის ჩაბარებისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა მიხეილ ვარდიძემ, ემზარ მღებრიშვილმა და ბესარიონ მიქელაძემ სამსახურეობრივი მოვალეობები არასათანადოდ შეასრულეს: „შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა“.

პროექტი 2015 წელს განხორციელდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს „ნიუ პროჯექტმა“ 86 500 ლარად მოიგო.

მაშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ემზარ მღებრიშვილს ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა, მიხეილ ვარდიძე ამავე სამსახურში აღმშენინსპექციის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი იყო, ბესარიონ მიქელაძე კი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

საქმის დეტალებთან დაკავშირებით არცერთ მათგანს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ სურს.

„მაისში გაიმართება სასამართლო სხდომა და ვნახოთ რა როგორ იქნება, დეტალები არ ვიცი“, – ამბობს მღებრიშვილი.

საქმის მასალების მიხედვით, მღებრიშვილი და ვარდიძე ბრალს აღიარებენ, მიქელაძე კი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

სამივე მათგანს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო 3 000 – 3000 ლარი შეუფარდა.

ამჟამად სამივე მათგანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია. ემზარ მღებრიშვილი ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელია, ბესარიონ მიქელაძეს მშენებლობისა და ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია უკავია, მიხეილ ვარდიძე კი სივრცითი მოწყობის და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავი უწყებებიდან ბრალდებულებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წელს პასუხიგებაში კიდევ ერთი პირი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორი დავით ჩაჩანიძე მისცეს, მას ბრალი 10 000 ლარის მითვისებაში ედებოდა. პროკურატურამ ჩაჩანიძესთან საპროცესო გარიგება გააფორმა.

გამოძიება მღებრიშვილი, მიქელაძისა და ვარდიძის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას სამი წლის ვადით ითვალისწინებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის სამ თანამშრომელს განაჩენი გამოუტანეს
ადიგენის გამგეობის ოთხი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს
ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს
'ნიუ პროჯექტის' დირექტორს 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან
ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
'ნიუ პროჯექტის' დირექტორთან საპროცესო გაფორმდა
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა