FM97.5 / LIVE

შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება 156–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს.

შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
ადიგენის რაიონული სამმართველო

მომხდარზე უკვე დაკითხეს სოფელ ადიგენში მცხოვრები, ერთ–ერთი დაზარალებული ავთანდილ იაკობაძე. იაკობაძეს სამართალდამცველები გვიან ღამიდან დილის 06:00 საათამდე კითხავდნენ.

გუშინდელი დაპირისპირების შედეგად ავთანდილ იაკობაძეს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. როგორც სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, იაკობაძეს თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა და სასწრაფო დახმარების სამსახურმა ადიგენის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამ დროისთვის იაკობაძე სახლში იმყოფება.

შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
ავთანდილ იაკობაძე.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ სასაფლაოს ადგილის მოთხოვნა გახდა. ვითარების ესკალაცია რელიგიის სააგენტოს 25 თებერვლის რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმთა სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოყოს.

გუშინ, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ფიზიკურად. დაშავებულია სამი ადამიანი. სოფელს ამ დრომდე იცავენ სამართალდამცველები.

მომხდარის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე დაიწყო. გუშინ შსს–ში აცხადებდნენ, რომ საქმე იმ შემთხვევაში აღიძვრებოდა, თუ მომხდარში სისხლის სამართლის დნაშაულის ნიშნები გამოიკვეთებოდა.

156–ე მუხლის 1–ლი ნაწილი გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
ადიგენში მომხდარი კონფლიქტისას დაზარალებულების ინტერესებს  NGO-ების იურისტები იცავენ
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
რა ეტაპზეა ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების საქმის ძიება
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული